Monday, April 15, 2013

სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი (კონსპექტი,ავტორთა კოლექტივი+ ტურავა ,სრული ვერსია ).



●  5. ქმედების ობიექტური შემადგენლობა. მიზეზობრივი კავშირი და ობიექტური შერაცხვა
    ქმედების ობიექტური შემადგენლობა ახდენს გარესამყაროში მომხდარი ადამიანური ქცევების უმართლობად ტიპიზირებას. ქმედების შემადგენლობის ობიექტური ნიშნები არის არსობრივად აღქმადი საგნები და მოვლენები. ქმედების შემადგენლობის ეს ნიშნები, თავის მხრივ, იყოფა ორ ჯგუფად : ქმედების შემადგენლობის დესკრიფციულ  და ნორმატიულ ნიშნებად. ქმედების შემადგენლობის განხირციელების აუცილებელი პირობაა ქმედების ჩადენა. სისხლის სამართლის კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთე არის ორი სახის: ინდივიდუალური სამართლებრივი სიკეთე (სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ა.შ) და საყოველთაო სამართლებრივი სიკეთე (საზოგადეობრივი უშიშროება და წესრიგი და ა.შ.) ქმედება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებაში ან უმოქმედობაში. არსებობს ორი სახის უმოქმედობა: წმინდა უმოქმედობა და შერეული უმოქმედობა. წმინდა უმოქმმედობის მაგ: განსაცდელში მიტოვება. შერეული უმოქმედობის მაგ: მეხანძრის მიერ პირის შურიძიების მოტივით ცეცხლმოკიდებუილ სახლში დატოვება, რა დროსაც მსხვერპლის სიკვდილი დადგა. დასჯადია როგორც განზრახი, ასევე გაუფრთხილებლობითი უმოქმედობა. შედეგიან დანაშაულებში აუცილებელია დანაშაულებრივი შედეგის დადგომა. თუ ასეთი შედეგი არ დადგა, განზრახვის არსებობის შემთხვევაში შეიძლება საუბარი მხოლოდ დანაშაულის მცდელობაზე. სისხლისსამართლებრივი განსჯის საგანია არაუბრალოდ ადამიანის აზრი, სურვილი, ხასიათი ან ცხოვრების წესი, არამედ კონკრეტული ქმედება, რომელიც ზიანის მიყენების ან საფრთხის შექმნისაკენ არის მიმართული. სისხლის სამართლის თეორიაში არსებობს მოქმედებები სხვადასხვა თეორიები, რომელთაგან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს:
ა) მოქმედების კაუზალური თეორია–  მოქმედებას განმარტავს  როგორც ნების გამოვლენის არსებობას, რომელიც წარმოადგენს ადამიანის სხეულის მოძრაობას. კაუზალური თეორიის კირიკა ძირითადად შეეხებოდა ორ უწყვეტ პრობლემას: 1) უმოქმედობის ობიექტური შერაცხვა არ იყო შესაძლებელი; 2) უყურადღებოდ დარჩა ადამიანური მოქმედების ყოველგვარი მიზანმიმართულება;
ბ) მოქმედების ფინალური თეორია – ველცელი მოქმედების ცნებას ახასიათებს, როგორც ფინალურ მოვლენას: „ადამიანური ქმედება არის მიზანმიმართული საქმიანობის განხორციელება“. მასშიადამიანის მოქმედების სოციალური არსი არის ყურადღების ცენტრში, რომელსაც სისხლისსამართლებრივი მნიშვნელობა აქვს. გ) მოქმედების სოციალური თეორიით – დასაბუთებულია როგორც უმოქმედობით ჩადენილი, ასევე გაუფრხილებლობითი დანაშაულის არსი. გაუფრთხილებლობის დროს მოქმედების არსი მდგომარეობს სოციალური ნორმის დარღვევაში, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც დანაშაული, თუ ის იწვევს სოციალურად რელევანტურ ცვლილებას გარესამყაროში. შედეგი - მოქმედებისაგან განსხვავებით, შედეგი არის ქმედების შემადგენლობის ფაკულტატური ელემენტი მოქმედებით ჩადენილი განზრახი დანაშაულებისათვის მისი დადგენა არ არის საჭირო ე.წ. შედეგგარეშე ანუ ფორმალური შემადგენლობებისათვის (მაგ: ცრუ ჩვენების მიცემა)
                            მიზეზობრივი კავშირი
მიზეზობრივი კავშირის დადგენა გვჭირდება მხოლოდ შედეგიან დანაშაულებში ან კონკრეტული საფრთხის შემქმნელ დელიქტებში, როგორც განზრახვის, ისე გაუფრთხილებლობის დროს. ზოგჯერ მიზეზობრივი კავშირი  შედეგთან უდავოა, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც შერაცხვის ეს მარტივი კლასიკური სქემა არ არისგამოსადეგი,რის გამოც შედეგი ობიექტური შერაცხვის დროს ხდება სხვადასხვა ნორმატიული ასპექტების გათვალისწინება. მაგ: დაზარალებულის მიერ თვითსაფრთხის შექმნა.მიზეზობრივი კავშირი წარმოადგენს ობიექტური შერაცხვის აუცილებელ წინაპირობას. მიზეზობრივი კავშირის თეორიებით მოქმედებით ჩადენილ განზრახ დანაშაულებში დგინდება მიზეზობრივი კავშირი მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო გაუფრთხილებლობით ჩადენილ დელიქტებში - წინდახედულობის ნორმით დადგენილ მოვალეობათა დარღვევის კავშირი დამდგარ შედეგთან. ეკვივალენტური (პირობათა) თეორია –
ამ თეორიის მიხედვით, ნებისმიერი პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და შედეგისათვის თანაბარმნიშვნელოვანს(ქევივალენტურს) წარმოადგენს, თუკი დადგინდება, რომ ამ პირობის გარეშე შედეგი თავისი კონკრეტული ფორმით არ დადგებოდა. ნებისმიერი პირობა თანაბარმნიშვნელოვანია. ამ თეორიის შედეგად მიზეზობრიობის წრე ძალზე ფართოვდება და ამიტომ ძალზე ატიპური პირობებიც შედეგთან მიზეზობრივ კავშირშია. მიზეზობრივი კავშირის დადგენის შემდეგ შედეგის შერაცხვა უნდა მოხდეს სამ ეტაპად: 1)ქმედების ობიექტური შემადგენლობის ეტაპზე შედეგის ობიექტური შერაცხვა. 2)ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ეტაპზე (განზრახი) შედეგის სუბიექტური შერაცხვა(გაუფრთხილებელ დანაშაულს არა აქვს სუბიექტური შემადგენლობა. 3)ბრალის ეტაპზე შედეგის ინდივიდუალური შერაცხვა. ადეკვატურობის თეორია – მიზეზობრივი კავშირის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს ის მომენტი, რომ ამა თუ იმ ქმედების ჩადენის დროს დამდგარი შედეგის გამოწვევა გარკვეულწილად სავარაუდებელი იყო თუ არა. რელევანტურობის თეორია –დამდგარი შედეგის ობიექტური შერაცხვის შესაძლებლობის უარყოფას ცდილობს მიზეზობრიობის ეტაპზე. იგი ეკვივალენტურობის (პირობათა) თეორიას იმეორებს და  მას უმატებს კიდევ ერთ პირობას, რომ ქმედება სისხლისსამართლებრივი კრიტერიუმნებით აგრეთვე რელევანტური უნდა იყოს, რომ მოხდეს მისი ობიექტურად შერაცხვა. ამ თეორიის მიხედვით ყოველი პირობა, რომელმაც გამოიწვია შედეგი,არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივად რელევანტურს, რადგან ობიექტური შერაცხვა, გარდა შედეგის გამოწვევისა, სხვა კრიტერიუმებსაც ეფუძნება. რა დროსაც მხედველობაში მიიღება როგორც ნორმის დაცვის მიზანი ასევე ცალკეული შემადგენლობების თავისებურებანი.
   ალტერნატიული, ანუ ორმაგი მიზეზობრიობა ალტერნატიული მიზეზობრიობა სახეზეა იმ შემთხვევაში, როცა შედეგი გამოიწვია ორმა ან მეტმა ქმედებამ (პირობამ), მაშინ, როდესაც თითოეული ამ პირობათაგანი სავსებით საკმარისი იყო შედეგის დადგომისათვის.  ალტერნატიული მიზეზობრიობა განსხვავდება იმ შემთხვევებისაგან, როცა უტყუარად ვერ დგინდება, ორი ან მეტი პირობიდან უშუალოდ თუ რომელმა გამოიწვია სასიკვდილო შედეგი.  ასეთ შემთხვევაში, ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.  ალტერნატიული მიზეზობრიობა გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა უტყუარად დადგინდება, რომ ორიან მეტი ქმედებიდან თითოეული მათგანი ცალკე აღებული სავსებით საკმარისი პირობა იქნებოდა შედეგისათვის. კუმულაციური მიზეზობრიობა
      კუმულაციური მიზეზობრიობა არსებობს იმ შემთხვევაში, როცა შედეგი გამოიწვია ორმა (ან მეტმა) ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა ქმედებამ,  მაგრამ თითოეული ქმედების ჩამდენი პირის წარმოდგენით მის მიერ შესრულებული ქმედება სავსებით საკმარისი იყო შედეგის დასადგომად. ამასთან, მათ არ იცოდნენ ერთმანეთის მოქმედებისა და განზრახვის შესახებ.  მართალია ამ დროს მიზეზობრივი კავშირი არსებობს, მაგრამ ვინაიდან შედეგი მხოლოდ ერთობლივი ქმედების შედეგად დგება ერთიანი განზრახვის გარეშე, პირს არ შეიძლება ობიექტურად შეერაცხოს შედეგი, რომლის ავტორიც იგი ვერ იქნებოდა, თუ არა მეორე პირს მოქმედება. კუმულაციური მიზეზობრიობა არის ის შემთხვევა, როცა ობიექტური შერაცხვის თეორია გამოიყენება, რათა, მიზეზობრივი კავშირის არსებობის მიუხედავად, ქმედების ობიექტური შემადგენლობის ეტაპზევე დამთავრებული დანაშაულისათვის დასჯადობა იქნეს უარყოფილი.
      ჰიპოთეტური მიზეზობრიობა არსებობს იმ შემთხვევაში, როცა ქმედებამ გამოიწვია (დააჩქარა) შედეგი, რომელიც მოგვიანებით სხვა მიზეზით, რომელიც მესამე პირის მიერ არ იყო შექმნილი, მაინც დადგებოდა. ჰიპოთეტური მიზეზობრიობის დროს შედეგი ყოველთვის ობიექტურად შეერაცხება იმ პირს, ვინც თავისი მოქმედებით შედეგის დადგომა გამოიწვია (დააჩქარა). სწორედ ამიტომ არის, რომ ე.წ. აქტიური ევთანაზიის შემთხვევები ( მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით), როცა მომაკვდავი მსხვერპლის სიცოცხლის მოსპობა ხდება მისი დაჟინებული თხოვნითა და ნამდვილი ნების შესაბამისად. ე.წ. „რეგრესის აკრძალვის“ თეორიასთან დაკავშირებით ლიტერატურაში ცალკე გამოყოფილი ე.წ. „გაწყვეტილი მიზეზობრიობა“ იმით განსხვავდება ჰიპოთეტური მიზეზობრიობისაგან,  რომ ჩადენილი ქმედებაც აუცილებლად გამოიწვევდა შედეგს, მაგრამ შედეგის დადგომამდე ჩადენილ იქნა სხვა ახალი მოქმედება, რომელმაც შედეგი მანამდე უშუალოდ გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში არ არსებობს პირველი მოქმედების მიზეზობრივი კავშრი შედეგთან, რადგან იგი გაწყდა. თ-მ მოწამლა ლ. სანამ ეს უკანასკნელი მოკვდებოდა, ლ-ს თავს დაესხა შეიარაღებული ბ, რომელმაც მოკლა პისტოლეტით. შედეგი (სიკვდილი) დადგებოდა იმისდა მიუხედავად, თ. მოწამლავდა თუ არა მანამდე ლ-ს. ესე იგი ბ-ს მოქმედების შედეგი არ იყო დამოკიდებული თ-ს ქმედებაზე. ამიტომ თ-ს მოქმედება არ არის მიზეზობრივ კავშირში შედეგთან და პასუხს აგებს მცდელობისათვის, ხოლო ბ. - დამთავრებული დანაშაულისათვის.  ასევე ცალკე გამოიყოფა მიზეზობრიობის შემთხვევათა ისეთი ჯგუფი, რომელსაც პირობითად „გამსწრები მიზეზობრიობა“ ეწოდება. ამ შემთხვევაშიც, მართალია, უშუალო შედეგი ახალმა მოქმედებამ გამოიწვია, მაგრამ თავდაპირველი მოქმედების გარეშე ეს შედეგი არ დადგებოდა, ე.ი. პირველი მოქმედებაც მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან, რის გამოც შედეგი ობიექტურად მასაც შეერაცხება და არა მარტო იმას, ვინც ასეთი შედეგი უშუალოდ გამოიწვია.
    შედეგის ობიექტური შერაცხვის შემთხვევაში, ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ეტაპზე შეიძლება დამატებით შემოწმდეს ხომ არ ჰქონდა ადგილი მიზეზობრივი კავშირის განვითარებაში არსებით გადახრას, რომელმაც, შედეგის ობიექტური შერაცხვის მიუხედავად, განზრახვის გამორიცხვა შეიძლება გამოიწვიოს.
                         ობიექტური შერაცხვა
     ობიექტური შერაცხვის კატეგორია წარმოადგენს ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნაწილს. თუ მიზეზობრივი კავშირი ან ობიექტური შერაცხვა არ გვაქვს, არ არის შესრულებული ქმედების ობიექტური შემადგენლობა. მიზეზობრივი კავშირის არსებობის მიუხედავად, ზოგჯერ შეიძლება პირს შედეგი ობიექტურად არ შეერაცხოს, ხოლო ობიექტური შერაცხვის კატეგორიაზე მხოლოდ კაუზალობის დადგენის შემდეგ ვსაუბრობთ. მიზეზობრივი კავშირისა და ობიექტური შერაცხვის არარსებობის შემთხვევაში განზრახი შედეგიანი დელიქტებისათვის, როგორც მოქმედების, ასევე უმოქმედობის დროს უნდა შემოწმდეს, ხომ არ არის ჩადენილი ამ დანაშაულის მცდელობა ან (მძიმე, განსაკუთრებით მძიმე ან ზოგიერთი ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში) მომზადება. ასეთ შემთხვევაში, განზრახი დანაშაულის შედეგგარეშე (ფორმალური) შემადგენლობის დროს შეიძლება ჩადენილი იყოს დამთავრებული დანაშაული. მიზეზობრივი კავშირის განვითარების ჯაჭვიდან გადახრა ხშირ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივად ირელევანტურია. პირი პასუხს აგებს დამდგარი შედეგის მიხედვით. მაგ: ა-მ გადააგდო ბ მაღალი ხიდიდან ღრმა მდინარეში, რათა იგი წყალშიდაიხარჯოს. ბ-მ ცურვა არ იცის,რის გამოციგი დაიხრჩობოა, მაგრამ სანამეს მოხდებოდა, მან თავი დაარტყა რკინაბეტონს, რის შედეგადაც მოკვდა. ა-ს მიუხედავად მიზეზობრივი კავშირის სხვაგვარი განვითარებისა, ვიდრე ეს მას წარმოედგინა, შედეგი ობიექტურად შეერაცხება, რის გამოც,მან პასუხი უნდა აგოს დამთავრებული მკვლელობისათვის. სხვაგვარად უნდა გადაწყდეს საკითხი მიზეზობრივი კავშირის განვითარების ჯაჭვიდან არსებითი გადახრის დროს. მაგ: ა-მ ბ-ს, მოკვლის განზრახვით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც არ იყო სასიკვდილო. საავადმყოფოში გადაყვანის დროს გზაში ავტოავარიის შედეგად იგი დაიღუპა. შეერაცხება თუ არა ა-ს დამდგარი შედეგი ობიექტურად, თუ მიზეზობრივი კავშირის ატიპიური განვითარება ასეთ შერაცხვას გამორიცხავს? ამ შემთხვევაში იიკვეთება ორი მომენტი: ატიპიური მიზეზობრიობა და ნორმის დაცვის მიზნიდან გადახრა (სიცოცხლის უფლების დაცვა, ანუ ადამიანის მოკვლის აკრძალვა), რაც საბოლოო ჯამში, მიზეზობრივი კავშირის არსებობის მიუხედავად, შედეგის ობიექტურ შერაცხვას გამორიცხავს. მაგ: ა-მ და ბ-მ ერთერთ სოფელში მ-სგან იყიდეს არაყი, რომელიც საღამოს ზედმეტი ოდენობით მიიღეს. აღნიშნულმა გამოიწვია ა-ს ალკოჰოლური მოწამვლა, რის გამოც იგი გარდაიცვალა. ამ შემთხვევაშიც, მ0ს მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი არსებობს, მაგრამ მას შედეგი ობიექტურად არ შეერაცხება,რადგან ა-მ თავისი მოქმედებით თვითონ ჩაიყენა თავი საფრთხის მდგომარეობაში (თვითსაფრთხის მდგომარეობით გამოწვეული შედეგი).
დღეს გაბატონებულია ობიექტური შერაცხვის ორკვალიანი სისტემა ქმედების ობიექტური შემადგენლობის ფარგლებში, რასაც ასევე მხარს უჭერს წარმოდგენილი მიმოხილვა


                 ● 6.უმოქმედობის მიზეზობრიობა
   უმოქმედობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების ან კონკრეტული საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობად, როდესაც პირს ეკისრებოდა ქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ჰქონოდა ასეთი მოქმედების შესაძლებლობა და სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული.ადამიანის უმოქმედობა ფართო ცნებაა. ამიტომ არ შეიძლება, რომ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ შედეგთან მიზეზობრივად ყოველგვარი უმოქმედობა იყოს დაკავშირებული. კანონის თანახმად უმოქმედობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს მიზეზობრივად დაკავშირებული ასეთ შედეგთან ან შედეგის წარმოშობის კონკრეტულ საფრთხესთან, როცა ადამიანს ჰქონდა „მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ჰქონდა ასეთი მოქმედების შესაძლებლობა და სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული“. ასე რომ მიზეზობრიობა მოქმედების დროს ფაქტობრივი ხასიათისაა და რეალურ ცხოვრებაში მიმდინარეობს, უმოქმედობის მიზეზობრიობა კი ნორმატიული ხასიათისაა. თუმცა ნორმატიული მიზეზობრიობა შემდეგ ფაქტობრივ ხასიათს იძენს და რეალურ ცხოვრებაში იწვევს ცვლილებებს.სისხლის სამართლის კანონი იცნობს ორი სახის უმოქმედობას:1)წმინდა უმოქმედობის დელიქტს და 2)შერეული უმოქმედობის დელიქტს. როცა უმოქმედობის მიზეზობრიობაზე ვლაპარაკობთ მხედველობაში გვაქვს არა წმინდა უმოქმედობის, არამედ შერეული უმოქმედობის დელიქტი. წმინდა უმოქმედობის დელიქტი შედეგგარეშე დელიქტია, რომლის შემადგენლობა მოიცავს მხოლოდ კანონით აღწერილ უმოქმედობას შედეგის გარეშე.შერეული უმოქმედობა ისეთი დელიქტია, რომლის ჩადენა შეიძლება ქმედებითაც და უმოქმედობითაც. ამის ნიმუსია მკვლელობა. შერეული უმოქმედობის დელიქტის აღწერის დროს კანონმდებელი უმეტესად უთითებს შედეგს. ტიპურად ამ შედეგის განხორციელება რასაკვირველია მოქმედებით ხდება, მაგრამ შეიძლება იგივე შედეგი უმოქმედობითაც განხორციელდეს. მაგალითად განზრახ მკვლელობა შეიძლება უმოქმედობითაც დადგეს.გარდა ამისა, წმინდა უმოქმედობის დროს ადამიანს პასუხისმგებლობა მხოლოდ უმოქმედობისთვის ეკისრება, შერეული უმოქმედობის დროს კი ის პასუხს მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელებისთვის აგებს.სპეციალური მოვალეობა მოქმედებისა, რომლის დარღვევა დასაბამს აძლევს მიზეზობრიობას უმოქმედობასა და შედეგს შორის სხვადასხვა საფუძველს შეიძლება ემყარებოდეს. ესენია:1)ოჯახური მდგომარეობა, 2)სამსახურეობრივი ან პროფესიული მდგომარეობა(ექიმი ვალდებულია დაეხმაროს ავადმყოფს-ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება და სხვ.), 3)ადამიანის წინა მოქმედება(მაგალითად, მძღოლი ვალდებულია დაეხმაროს იმას ვინც მანქანით დააზიანა. შესაძლებელია წარმოიშვას ზოგადადამიანური ურთიერთობანიც, როცა დახმარების არავითარი სპეციალური წინაპირობა არ არსებობს(მაგ: სსკ-ის 129-ე მუხლი-დაუხმარებლობა. ეს ის სემთხვევაა როცა მაგალითად ადამიანი იხრჩობა და მას გადაუდებლად ესაჭიროება საავადმყოფოში მიყვანა და ამის მხილველი არ მოქმედებს, არ ეხმარება, თუმცა დახმარება შეეძლო).მაშასადამე, უმოქმედობა ანუ მოვალეობის შეუსრულებლობა არ შეიძლება ყველა შემთხვევაში გახდეს შედეგის მიზეზი. მაგალითად, როცა გვინდა დავადგინოთ უმოქმედობითაა თუ არა გამოწვეული მკვლელობა, ჯანმრტელობის დაზიანება თუ სხვა შედეგი, აუცილებელია ექსპერტიზის დანიშვნა.

● 7.ქმედების (დანაშაულის) სუბიექტური შემადგენლობა და ნიშნები: მოტივი, მიზანი, განზრახვა, გაუფრთხილებლობა, ბრალის ორმაგი ფორმა
    ქმედების შემადგენლობის ეტაპზე განზრახი დანაშაულის დროს ვარკვევთ როგორია განზრახვა, ხოლო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის დროს ვადგენთ გაუფრთხილებლობის სახეებს სსკ. 10-ე მუხლის მიხედვით.ასევე განვიხილავთ სუბიექტური შემადგენლობის სხვა ნიშნებსაც , როგორებიცაა დანაშაულის ჩადენის მოტივი მიზანი და ა.შ.
    დანშაული შეიძლება ჩადენილ იქნას განზრახ ან გაუფრთხილებლობით.განზრახვა სამ კომპონენიანია:ცოდნა(განზრახვის ინტელექტუალური ელემენტი) იმისა რასაც ვაკეთებ, ნებელობა(განზრახვის ვოლუნტატიური ელემენტი) იმისა რასაც ვაკეთებ და მართლწინააღმდეგობის შეგნება. ერეთმანეთისგან განსხვავებენ  პირდაპირ და არაპირდაპირ განზარახვას.პირდაპირი განზრახვის დროს პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა ,სურს და ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას.არაპირდაპირი განზრახვის დროს პირს არ სურს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა მაგრამ უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.ასევე არსებობს ალტერნატიული & კუმულაციური და გენერალური განზრახვა.ალტერნატიული განზრახვის დროს პირს ორი ან მეტი სამართლებრივი სიკეთიდან ერთ-ერთის ხელყოფა უნდა და მისთვის სულერთია რომელი იქნება ხელყოფილი.კუმულაციური განზარვის დროს პირს უნდა ორი ან მეტი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა.გენერალური  განზრახვის დროს კი პირის მიერ გათვალისწინებული შედეგი დგება არა მისი პირველი მოქმედებით , არამედ მისი შემდეგი მოქმედებით შეუგნებლად, მაგრამ მას ჰგონია რომ შედეგი დადგა მისი პირველი მოქმედებით.ასევე არსებობს ბოროტი განზრახვა(Dolus malus) რომელდაც ბრალის ეტაპზე არაბოროტი განზრახვა(მაგ: მოჩვენებითი მოგერიების დროს) იქცევა იმ შემთხვევაში როცა პიროვნებას სწორად აქვს შეგნებული რომ ის არ მოქმედებს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ერთ-ერთი  გარემოების ვითარებაში.
      გაუფრთხილებლობა სახეზე მაშინ გვაქვს როდესაც პირი არღვევს წინდახედულობის ნორმას, რომლის დარღვევაც შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიური მოქმედებით ისე უმოქმედობით.არსებობს გაუფრთხილებლობის ორი სახე:1)თვითიმედოვნება ,როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედება მაგრამ უსაფუძვლოდ დარწმუნებულია რომ შედეგს თავიდან აიცილებს ; 2)დაუდევრობა, როდესაც პირს გაცნობიერებული არ აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და არ ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას, თუმცა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე მას შეეძლო და ევალებოდა კიდეც ამის გათვალისწინება. გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად თუ ამის შესახებ სპეციალურადაა მითითებული სსკ-ს რომელიმე მუხლში.
   ბრალის ორმაგი ფორმა გვაქვს სუბიექტურ შემადგენლობაში შეცდომის  დროს, კერძოდ ეს გამოიხატება „აცდენილი ისრის თეორიაში“(Aberatio ictus).ამ დროს მოქმედება გამოიხატება მიზნის აცდენასა და სხვა გაუთვალისწინებელი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფაში.ამ შემთხვევაში გვექნება ორმაგი კვალიფიკაცია:1)პირს ვისი მოკვლაც უნდოდა იმის მიმართ იქნება განზრახ მკვლელობის მცდელობა ; ხოლო 2)იმის მიმართ ვისი მოკვლაც არ უნდოდა ,მაგრამ მოკლა , იქნება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.
●  8. faqtobrivi da iuridiuli Secdomebi
          faqtobrivi Secdoma
   arsebobs Secdomis ori saxe, faqtobrivi da samarTlebrivi (iuridiuli) Secdoma. Secdoma SeiZleba davakavSiroT danaSaulis nebismier elementTan, rogorc qmedebis SemadgenlobasTan aseve marTlwinaaRmdegobasa da bralTan. sisxlis samarTalSi arsebobs Secdomis ori forma, pirveli warmoadgens Secdomis im saxeebs romlebic qmedebis Semadgenlobis etapze ganzraxvasTan kavSirSi ganixileba, xolo meore jgufSi ganixileba bralis etapze. პirvel jgufSi, qmedebis Semadgenlobis etapze ganixileba wminda faqtobrivi xasiaTis garemoebebi, xolo meore bralis etapi moicavs orive: wminda samarTlebrivi xasiaTis Secdomebsa da Secdomebs marTlwinaaRmdegobisa da bralis gamomricxveli faqtobrivi garemoebebis arsebobasTan dakavSirebiT (magaliTad moCvenebiTi mogerieba). Pპirma faqtobrivi an samarTlebrivi Secdoma SeiZleba dauSvas rogorc mis sazianod aseve sasargeblodac. Eეseigi martivad rom gavigoT, faqtobrivi Secdoma gamoricxavs ganzraxi danaSaulis qmedebis Semadgenlobas da pasuxismgebloba SeiZleba dadges mxolod gaufrTxileblobisTvis, xolo garkveuli pirobebis arsebobisas SeiZleba gamoiricxos gaufrTxileblobac. Fფaqtobrivi Secdoma niSnavs imas rom mcdari warmodgena gqondes qmedebisSemadgenlobiT gaTvaliswinebul faqtobriv garemoebebze (martivi eniT rom avxsnaT es igivea rom ar icode rom Cadixar danaSauls da ar gqondes gacnobierebuli es) magram zogierT SemთxvevebSi araa aucilebeli pirs hqondes ama Tu im garemoebis iuridiuli mniSvnelobis Sinaarsi (magaliTad qurdobis dros) მაგ: monadires egona rom klavda daTvs magram SemTxveviT meore monadire mokla. Secdoma mizezobrivi kavSiris ganviTarebaSi ganixileba Secdomis erT-erT saxed. igi mdgomareobs imaSi rom Sedegi dadga ara mizezobrivi jaWvis ganviTarebiT aramed am mizezobrivi jaWvSi momxdari cvlilebiT (magram Tu Sedegi igive dadga) magaliTad Tu a-m b-s esrola tyvia, b-s ascda moxvda benzinis cisternas romelic afetqda da b. daiwva. es mainc iqneba ganzraxi mkvleloba radgan aseT Secdomas yovelTvis ara aqvs mniSvenloba da ar iwvevs cvlilebas sisxlisamarTlebriv SefasebaSi. Mxolod gansakuTrebul SemTxvevebSi rogoricaa “arsebiTi gadaxra” es niSnavs imas rom movlenaTa ganviTareba romlis damnaSavisTvis winaswar ganWvreta zogadi cxovrebiseuli gamocdilebidan SeuZlebeli iyo. Obieqturi Seracxva gamoiricxeba iseT SemTxvevebSi rogoricaa magaliTad erTma meore daniT daWra magram samedicino daxmarebis manqana avariaSi mohyva da imiT gardaicvala, am SemTxvevaSi dasadgenia is gadarCeboda Tu ara manqana avariaSi rom ar moyoliliyo amis Semdeg dadgindeba misi pasuxismgeblobis sakiTxi. Secdoma saxeze gvaq aseve im SemTxvevaSi rodesac vfiqrobT rom erTi raRaciT movkaliT magram aRmoCndeba rom meoreTi mogviklavs magaliTad a-m b. mowamla da egona rom mokla amis Semdeg man saxls cecxli waukida, eqspertizam daadgina rom b. cecxlis wakidebis Semdeg gaiguda haeris ukmarisobis gamo. Arsebobs ori Teoria e.w gancalkevebis da erTiani ganzraxvis Teoriebi, gancalkevebis TeoriiT a-s ganzraxva meore danaSaulebrivi aqtis Cadenis aRar arsebobda ris gamoc orive moqmedeba unda ganvixiloT cal-calke. xolo erTiani ganzraxvis TeoriiT mniSvnelovania is moment hqonda Tu ara orive moqmedebis Cadenis ganzraxva pirs Tavidanve, Tu meore moqmedebis Sesruleba mas Semdeg gadawyvita, roca pirveli moqmedeba ganaxrociela. Orive moqmedebis erTiani ganzraxviT Sesrulebis dros piri pasuxs agebs damTavrebuli ganzraxi mkvlelobisTvis xolo araerTiani ganzraxviT Sesrulebis SemTxvevaSi cal-calke, erTi gaufrTxileblobisaTvis da meore mcdelobisTvis. Secdoma pirovnebasa da obieqtSi error in persona es niSnavs imas rom pirs undoda moekla erTi icoda rom hklavda da gacnobierebuli hqonda es magram mokla sxva, miuxedavad Secdomisa mas Seefardeba ganzrax mkveloba. Aseve im SemTxvevaSic gamogvadgeba es “Secdoma pirovnebasa da obieqtSi” rodesac pirs 20 000 dolars hpirdebodnen adamianis mokvlisaTvis miuxedavad imisa igi moklavs Tu SeeSleba da sxvas esvris mas Seefardeba ganzraxi damTavrebuli mkvleloba angarebiT. Miuxedavad imisa miiRo Tu ara man is 20 000 dolari romelsac Sehpirdnen mTavari aris motivi. erTi adamianis sicocxle samarTlebrivi TvalsazrisiT imave Rirebulebas warmoadgens rasac meore adamianis sicocxle amitom Secdoma zegavlenas ver moaxdens pasuxismgeblobaze. Arsebobs aseve damamZimebeli da Semamsubuqebeli garemoebebi, damamZiembelia orsulis mokvla an angarebiT mokvla xolo Semamsubuqebeli uecari Zlieri sulieri AaRelveba. Aberratio ictus – es warmoadgens Secdomis im SemTxvevas rodesac piri gadawyvets xelyos mis mier individualurad identificirebuli samarTlebrivi sikeTe magram qmedeba mizans acdeba da sxvis sicocxles xelyofs. Ees ar aris eror in personas erT-erti saxe. Am SemTxvevaSi gvaq ormagi kvalifikacia erTi ganzraxi mkvlelobis mcdelobisTvis xolo meore gaufrTxileblobiT sicocxlis mospobisTvis. magaliTad a-m esrola b-s tyvia romelic SemTxveviT moxvda c-s. c-s mimarT iqneba gaufrTxileblobiTi mkvleloba xolo b-s mimarT mkvlelobis mcdeloba. Aaq unda gavarCioT konkretizaciis Teoria risi mixedviTac unda dadges pasuxismgebloba, ar aris swori Secdomis am saxis pirovnebaSi SecdomasTan(obieqtSi SecdomasTan) gaTanabreba d apasuxismgeblobis sakitxis e.w samarTlebriv sikeTeTa TanabarRirebulebis TeoriiT gadawyveta, romelic Secdomas sisxlissamarTlebrivad irelevanturad miicnevs. Aseve ar SeiZleba daeTanxmo aseT SemTxvevaSi mizezobrivi kavSiris ganviTarebaSi Secdomis wesebis gamoyenebas.
                         samarTlebrivi (iuridiuli) Secdoma
     iuridiuli Secdoma  niSnavs imas rom pirma Caidina marTlsawinaaRmdego qmedeba, magram mas ar hqonda marTlwinaaRmdegobis Segneba (viwro gagebiT) anu dauSva akrZalvaSi Secdoma. marTlwinaaRmdegobis Segnebis ararseboba garkveuli pirobebis arsebobisas, bralis gamomricxvela garemoeba SeiZleba iyos. Tu pirma ar icis rom misi qmedeba akrZalulia (marTlsawinaaRmdego) am SemTxvevasi piri ar daisjeba im SemTxvevaSi Tue s qmedeba misatevebelia. Tu Secdoma ar aris misatevebebli daisjeba gaufrTxileblobisTvis, Tu mis mier Cadenili qmedebis gaufrTxileblad Cadena dasjadia. magaliTad: a-m daarRvia blanketur normaSi mocemuli qcevis wesi, risTvisac dawesebulia sisxlisamarTlebrivi pasuxismgebloba, man Tavi imiT imarTla rom ar icoda blanketuri normis Sinaarsi da am SemTxvevaSi mas es mieteveba. Sisxlis samarTali brmad ar awesebs “kanonis arcodna ar aTavisuflebs pirs pasuxismgeblobisgan” aramed sasjelis dakisrebis dros marTlsawinaaRmdego qmedebis bralad Seracxvis erT-erT ZiriTad momentad marTlw.-is Segnebis arsebobis dadgenas miiCnevs. Arsebobs pirdapiri da ara pirdapiri Secdoma akrZalvaSi. Pirdapiria rodesac piri fiqrobs rom ar arsebobs iseTi norma romelic mis qmedebas krZalavs. Arapirdapiria Tu pirma icis rom Tavisi qmedebiT axorcielebs ssk kerZo nawilis qmedebis ama Tu im Semadgenlobas, magram SecdomiT fiqrobs rom es qmedeba marTlwinaaRmdegobas gamoricxavs. Boroti ganzraxva niSnavs imas rom pirovnebas sworad aqvs Segnebuli rom is ar moqmedebs marTlwinaaRmdegobis gamomricxveli erT-erTi garemoebis viTarebaSi. xolo moCvenebiTi mogerieba niSnavs imas rom Tu piri Secdomas uSvebs magaliTad aucilebeli mogeriebis viTarebasTan dakavSirebiT da hgonia rom masze ganxorcielebuli Tavdasxma namdvilia sinamdvileSi ki es as ear aris (moCvenebiTi mogerieba). Tu magaliTad a-m mokla viTom Tavdamsxmeli c. romelsac mxolod misi SeSineba undoda ar iqneba moCvenebiTi da arc ganzraxi mkvleloba, aseTi mkvleloba iqneba gaufrTxilebeli danaSauli mxolod im SemTxvevaSi Tu mis adgilas analogiur situaciaSi sxvebic ase moiqceodnen.

● 9)მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველი გარემოებანი. მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებათა და ბრალის გამომრიცხველ გარემოებათა განსხვავება და მისი იურიდიული მნიშვნელობა.
ზოგჯერ შეიძლება პირმა დაარღვიოს კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, და მიუხედავად ამისა მისი ქმედება მაინც ჩაითვალოს მართლზომიერად. მაგალითად, აუცილებელი მოგერიების დროს, დავდაცვისას.მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების საფუზველზე პირის გათავისუფლება ნისჰნავს მის გამართლებას, ვინაიდან მართლწინააღმდეგობის არარსებობა გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველია, ხოლო ბრალის გამომრიცხველი გარემოების საფუძველზე პირის გათავისუფლება ნიშნავს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების პატიებას. ბრალის არარსებობის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყება, ხოლო დაწყებული შეწყდება არამარეაბილიტირებელი საფუძვლით.ქმედება მართლსაწინააღმდეგოა, თუ სახეზე არ არის მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე აღიარებული გარემოება. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მართლწინაარმდეგობის გამომრიცხველი კანონისმიერი გარემოებებია: აუცილებელი მოგერიება, დამნაშავის შეპყრობა, უკიდურესი აუცილებლობა, მართლზომიერი რისკი, აგრეთვე კოდექსი ითვალისწინებს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ ზეკანონურ გარემოებებსაც.ქმედების შემადგენლობის განხორციელება, როგორც წესი გულისხმობს ქმედების მართლწინააღმდეგობას, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა სახეზე გვაქვს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ერთ-ერთი გარემოება, მიუხედავად ქმედების შემადგენლობის განხორციელებისა, ქმედება მართლზომიერია.
მართლწინაარმდეგობის გამომრიცხველი გარემოება ნიშნავს:
(ა)ქმედების ჩამდენი პირისთვის; მას არ ეკისრება როგორც სასჯელი, ასევე სხვა სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიება, ვინაიდან სასჯელისგან განსხვავებით, ამ ღონისძიებების დაკისრებისთვის მინიმუმ ქმედების შემადგენლობის მართლსაწინააღმდეგოდ განხორციელება. აღნიშნული ყოველთვის არ გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მაგ: აუცილებელი მოგერიების ფარგლებში დამდგარი ზიანი, კერძოდ ხელმყოფისთვის მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება, ხოლო აგრესიული ანუ თავდასხმითი უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრება ზიანის მიმყენებლისთვის ნებადართულია.
(ბ) თანამონაწილისთვის: იგი არ შეიძლება დაისაჯოს, რადგან დასჯადი თანამონაწილეობა შეიძლება მხოლოდ განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
დაზარალებულისთვის: მას არ აქვს მართლზომიერი ქმედების მიმართ აუცილებელი მოგერიების უფლება. თვით დაზარალებულის ქმედება იქნება მართლსაწინააღმდეგო, თუ ის მართლზომიერი ქმედებისგან დაიცავს თავს და ამით სამართლებრივ სიკეთეს დააზიანებს.
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებებთან შედარებით ბრალის გამომრიცხველ გარემოებებთან გვაქვს განსხვავებული მდგომარეობა:
(1)მართლსაწინააღმდეგოს მაგრამ არაბრალეულად მოქმედი პირის მიმართ შესაძლებელია იძულებითი ღონისძიების გამოყენება, ვინაიდან მისი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ არ შეიძლება სასჯელის გამოყენება;
(2)არაბრალეული ქმედების ჩადენაში თანამონაწილეობა დასჯადია. თანამონაწილეობის დასჯადობისთვის აუცილებელი და საკმარისია ქმედების შემადგენლობის შესაბამისი და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ამსრულებლის მიერ. თუ არ არის ჩადენილი ძირითადი ქმედება მართლსაწინააღმდეგოდ, მაშინ არც ორგანიზატორი წამქეზებელი და დამხმარე დაისჯებიან, ხოლო ამსრულებლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების, თუნდაც არაბრალეულად ჩადენის შემთხვევაში თითოეული მონაწილე პასუხს აგებს საკუთარი ინდივიდუალური ბრალისთვის.
(3)არაბრალეულად მოქმედი პირის თავდასხმის მოგერიება აუცილებელი მოგერიებით დასაშვებია. იძულებითი საპატიებელი უკიდურესი აუცილებლობა, მართალია გამორიცხავს ბრალს და არა მართლწინააღმდეგობას, მაგრამ აუცილებელი მოგერიების უფლება შეზღუდულია იძულებით მოქმედი პირის აშკარა არაბრალეულობის შემთხვევაში; მაგალითად ტუ ა აიძულებს ბ-ს მოკლას გ მაშინ ბ-ს მიმართ გ-ს ექნება აუცილებელი მოგერიების უფლება, მაგრამ უფრო ეფექტური იქნება მიზნის მისაღწევად ა-ს მიმართ საპატიებელი აუცილებელი მოგერიების განხორციელება.
მართლწინააღმდეგობნა ობიექტური კატეგორიაა, რომელიც პირს სუბიექტურადაც უნდა ჰქონდეს შეცნობილი. ეს იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და, ამასთან, მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. თუ პირი ობიექტურად იცავს თავს რეალური ხელყოფისგან, იგი იმყოფება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა,  სუბიექტურად შეცნობილი აქვს თუ არა მისი ეს მდგომარეობა, თუმცა ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ მაინც ყურადსაღებია ის რომ პირს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სუბიექტურად გააზრებული, რომ მოქმედებს აუცილებლობით გამოწვეულ ვითარებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოქმედებს მართლსაწინააღმდეგოდ.
არ არსებობს გამართლება არა მარტო გამართლების სუბიექტური ელემენტის არარსებობის, არამედ ასევე მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ობიექტური შემადგენლობის არსებობის გარეშე. თუ, მაგალითად პირი ფიქრობს, რომ იმყოფება აუცილებელი მოგერიების სიტუაციაში და იგერიებს თავდამსხმელს, რომელიც მისი წარმოდგენით საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლეს, სინამდვილეში კი არ არსებობს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა ან აუცილებლობით გამოწვეული მოქმედება, აუცილებელი მოგერიება გამოირიცხება. ასეთი ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო. ასეთ შემთხვევაში ბრალის ეტაპზე უნდა დადგინდეს ე.წ. შეცდომა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ ვითარების ფაქტობრივ მხარესთან დაკავშირებით.
ბრალის გამომრიცხველი გარემოებები
ბრალუნარიანობას განსაზღვრავს პირის შერაცხადობა, ხოლო ბრალის გამომრიცხველი გარემოებებია; შეურაცხადობა, კერძოდ ასაკის გამო, ფსიქიკური დაავადების გამო, სამართლებრივი შეცდომა, ბრძანების ან განკარგულების შესრულება, ასევე ბრალის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებები. შეზღუდული შერაცხადობა წარმოადგენს ბრალის არა გამომრიცხველ არამედ შემამსუბუქებელ გარემოებას.
შეურაცხადობა- მოიცავს ორ შემთხვევას ასაკის გამო და ფსიქიკური მდგომარეობის გამო. პირველი მათგანის მიხედვით შეურაცხადობა დგინდება პოზიტიურ-სამართლებრივად, ხოლო მეორეთი სამედიცინო ფსიქოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით.
მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი.
ამავე დროს მნისვნელოვანია პირის მდგომარეობა ქმედების ჩადენის დროს, ხოლო მის ფსიქიკურ მდგომარეობას შედეგის დადგომის დროს შეურაცხადობის გადასაწყვეტად მნიშვნელობა არ აქვს.
ქართული კოდექსის მიხედვიტ თავის მხრივ შეურაცხადობა დგინდება ორ: ინტელექტუალურ და ემოციონალურ მომენტზე დაყრდნობით. კანონმდებელი მნიშვნელობას ანიჭებს იმ მომენტს, რომ პირი შეურაცხადია არა მარტო მაშინ, როდესაც მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ინტელექტუალურად სწორად არ იყო ჩამოყალიბებული, კერძოდ ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, არამედ მაშინაც, როცა არ შეეძლო ეხელმძღვანელა მისთვის. დღეს შეურაცხადობის საკითხის გადასაწყვეტად ყურადღებას აქცევენ ორ მომენტს: ინტელექტუალურს და ემოციონალურს(ვოლუნტატიურს)
მოქმედი ქართული კანონმდებლობით პირი არასრულწლოვანია, თუ მან დანაშაული ჩაიდინა 14იდან 18 წლამდე ასაკში. არასრულწლოვანი პირი, როგორც წესი არის შერაცხადი. ცალკეულ შემთხვევებში უნდა შემოწმდეს მისი შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობა, რომელიც არასრულწლოვანტან მიმართებით შეიძლება გახდეს პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება.
14 წლამდე პირი არ შეიძლება დაისაჯოს იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი ფსიქიკური განვითარების დონე რეალურად უფრო დიდი ასაკისაა.
მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ ფსიქიკურად დაავადებულ პირს, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობის შინაარსი, ანდა შეეძლო გაეცნობიერებინა, მაგრამ არ ჰქონდა სხვაგვარად მოქმედების უნარი, არ შეერაცხება ბრალად მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
შეურაცხადობის მიზეზი შეიძლება იყოს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკური მდგომარეობის დროებითი მოშლილობა, ჭკუასუსტობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება.
ამ ფაქტორებში მოიაზრებენ ასევე ფსიქიკის ისეთ გადაღლას, სიმთვრალეს, აფექტს ან სხვა ისეთ მდგომარეობას, რომელიც განაპირობებს ფსიქიკის ისეთ შერყევას, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ფასდება შეურაცხად მდგომარეობად. ეს ფაქტორები ერთ შემთხვევაში არის ბრალის გამომრიცხველი შეურაცხადობა, ხოლო მეორე შემთხვევაში ბრალის შემამსუბუქებელი შეზღუდული შერაცხადობა.
ბრალის გამომრიცხველი საპატიებელი გარემოებები
ბრალუნარიანობის გამომრიცხველი გარემოებებისგან განსხვავებით, რომლის დროსაც შეურაცხადობის გამო პირის ბრალეული გაკიცხვა საერთოდ არ ხდება, ბრალის გამომრიცხველი საპატიებელი გარემოებები წარმოადგენენ ისეთ მდგომარეობას, რომლის დროსაც, პირს სამართლებრივი სიკეთის დაზიანება ან განადგურება მხოლოდ ეპატიება. ამიტომაც განასხვავებენ ბრალუნარიანობის და ბრალის გამომრიცხველ გარემოებებს.
ბრალის გამომრიცხველი გარემოებები შეიზლება იყოს დაწერილი(შეცდომა აკრძალვაში, მართლწინააღმდეგობის შეგნების არარსებობა ვიწრო გაგებით, ბრძანების ან განკარგულების შესრულება) და დაუწერელი(მართლწინააღმდეგობის შეგნების არარსებობა ფართო გაგებით, ტრაგიკული კოლიზია)
შეცდომა აკრძალვაში- აკრზალვაში შეცდომა წარმოადგენს მართლწინააღმდეგობის შეგნების არარსებობას ვიწრო გაგებით. სამართლებრივი შეცდომა ნიშნავს, რომ პირმა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მაგრამ მას არ ჰქონდა მართლწინააღმდეგობის შეგნება, ანუ დაუშვა აკრძალვაში შეცდომა.
სისხლის სამართლის ნორმები იყოფა ორ ნაწილად; კლასიკური და დამატებითი. პირველი მათგანია ისეთი კლასიკური დელიქტები როგორიცაა მკვლელობა, ქურდობა და ა.შ, რომელთა ჩადენაც იმავდროულად კულტურის ნორმებს ეწინააღმდეგება. ნორმათა მეორე ჯგუფი კი აერთიანებს ყველა იმ დანაშაულის შემადგენლობას, რომელთაც ბლანკეტური შინაარსი აქვთ და ხშირად საჭიროებენ სპეციალურ ცოდნას, რომ ნორმის შინაარსში ჩაწვდე. აკრძალვაში შეცდომა სწორედ ამ მეორე ჯგუფთან მიმართებით განიხილება.
თუ პირმა არ იცის რომ ქმედება მართლსაწინააღმდეგოა, არ დაისჯება მხოლოდ მაშინ, როდესაც შეცდომა მისატევებელია(თუ პირმა არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა რომ ჩადიოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას).
არსებობს აკრძალვაში შეცდომის ორი სახე:
(1)აკრძალვაში პირდაპირი შეცდომა
(2)აკრძალვაში არაპირდაპირი შეცდომა.
პირველი ის ვარიანტია, როდესაც პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც ამ ქმედებას კრძალავს
არაპირდაპირია შეცდომა, როდესაც პირმა იცის, რომ თავისი ქმედებით ახორციელებს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ქმედების ამა თუ იმ შემადგენლობას, მაგრამ შეხდომით ფიქრობს, რომ მისი ეს ქმედება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ამა თუ იმ გარემოებითაა გამართლებული(მაგ: პირს გონია რო მკლელობა მსხვერპლის თხოვნით არის მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება, სინამდვილეში კი არის მკვლელობის პრივილეგიური შემადგენლობით პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას). ასეთ დროს პასუხისმგებლობა შეიზლება დადგეს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის.
მოჩვენებითი მოგერიება- ქართული სისხლის სამართლის მიხედვით განზრახვის ბრალი წარმოადგენს მართლწინააღმდეგობის შეგნების პრობლემას ფართო გაგებით.
განზრახვა არის სამკომპონენტიანი:1.ცოდნა 2.ნებელობა. 3მართლწინაარმდეგობის შეგნება ფართო გაგებით. ბრალის ეტაპზე სწორედ ეს მესამე კომპონენტია მნიშვნელოვანი.
მართლწინააღმდეგობის შეგნების არარსებობა ფართო გაგებით და შეცდომა აკრძალვაში ბრალის ორი დამოუკიდებელი პრობლემაა, რომლებიც მხოლოდ სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით არიან ერთმანეთის მსგავსი.
განზრახვას აქვს ორმაგი ფუნქცია: ქმედების შემადგენლობის ეტაპზე განზრახვა დგინდება მხოლოდ პოზიტიურად9არაბოროტი განზრახვა). ეს იმას ნიშნავს, რომ დგინდება მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებისადმი პირის დამოკიდებულება. ასეთი განზრახვა არსებობს აუცილებელი მოგერიების დროსაც. ბრალის ეტაპზე კი ბოროტი განზრახვის სახით დგინდება განზრახვის მესამე კომპონენტი, ანუ მართლწინააღმდეგობის შეგნება ფართო გაგებით. არაბოროტი განზრახვა მხოლოდ მაშინ იქცევა ე.წ. ბოროტ განზრახვად, როდესაც პირს სწორად აქვს შეგნებული, რომ ის არ მოქმედებს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ერთ-ერთი გარემოების ვითარებაში. თუ პირი შეცდომას უშვებ მაგალითად, აუცილებელი მოგერიების ვითარებასთან დაკავშირებით და ჰგონია, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმა არის რეალური, მაშინ ბრალის ეტაპზე გამოირიცხება ე/წ. ბოროტი განზრახვა და პასუხისმგებლობა გადაწყდება ბრალის გამომრიცხველი ე.წ აკრძალვაში შეცდომის მუხლის ანალოგიით.
მართლწინაარმდეგობის გამომრიცხველი გარემოების შესახებ შეცდომის დროს ანალოგიური ვითარებაა, რაც იყო აკრძალვაში შეცდომის დროს, თუ პირმა არ იცოდა, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება იყო მართლსაწინააღმდეგო და დაუშვა შეცდომა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ ერთ-ერთ გარემოებასთან დაკავშირებით. ამ სემთხვევაშიც პირი საერთოდ არ ისჯება თუ შეცდომა მისატევებელი ან თავიდან აუცილებადია(ა რო კლავს ბ-ს რომელსაც მარტო შეშინება უნდოდა არადა იმას ეგონა რო მოკვლას უპირებდა). განმსაზღვრელია ისიც თუ როგორ მოიქცეოდნენ სხვები მსგავს სიტუაციაში. შეცდომა მისატევებელია თუ პირმა არ იცოდა და არც შეიზლებოდა სცოდნოდა, რომ მოქმედებდა მართლწინაარმდეგობის გამომრიცხველი გარემოების გარეშე. თუ შეცდომა მისატევებელი არაა, მაშინ პირი დაისჯება გაუფრთხილებლობისთვის თუ ასეთი ქმედებისთვის გაუფრთხილებლობა დასჯადია.
ბრძანების ან განკარგულების შესრულება-სსკ-ის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ სამოქალაქო თუ სამხედრო ხელქვეითს თუ ქვესევრდომს, ვინც სავალდებულო ბრძანების ან განკარგულების შესრულებისას დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. ასეთი ქმედება ჩაენილი უნდა იყოს წინასწარი შეცნობის გარეშე. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება ბრძანების ან განკარგულების გამცემს. ესაა სწორედ მისატევებელი შეცდომის სპეციალური სახე. ამ შემთხვევაში ხელქვეითს არ აქვს და არც შეიძლება ჰქონოდა მართლწინააღმდეგობის შეგნება ვიწრო ან ფართო გაგებით(ოფიცერი რო უბრძანებს ჯარისკაცს მოკლას ვითომ დივერსანტი და სინამდვილეში რო თავისი ცოლის საყვარელია).
თუ დანაშაულებრივი ბრძანება შესრულდა წინასწარი შეცნობით პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ქართული სისხლის სამართლის მიხედვით დაეკისრება, როგორც დანაშაულის ამსრულებელს. ვინც უბრძანა ეგაა წამქეზებელი.
წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანებისთვის ამსრულებელს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა თუ სახეზეა ტრაგიკული კოლიზია. ესაა ამსრულებლისთვის ბრალის გამომრიცხველი საპატიებელი გარემოება.
პირი  ზემდგომი სამხედრო თუ სამოქალქო უფროსის ბრძანების შესრულებისათვის არ გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან გარდა იმ შემთხვევებისა თუ:
ა)პირს ეკისრებოდა მთავრობის ან უფროსის ბრძანების სესრულების იურიდიული ვალდებულება,
ბ)პირმა არ იცოდა ბრძანების უკანონობის შესახებ და
გ)ბრძანება არ იყო აშკარად უკანონო ხასიათის.
ეს პირობები არ ეხება გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს.
აუცილებელი მოგერიების ექსცესი- სსკ-ის 113-ე მუხლი დასჯადად აცხადებს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას ანუ ექსცესს რომელიც ორი სახისაა:ინტენსიური და ექსტენსიური.
ინტენსიური ექსცესის შემთხვევაში, პირი ნაცლად ნებადართული მსუბუქი თავდაცვის საშუალებებისა და მეთოდებისა, უფრო მძიმეს, მეტი ზიანის გამომწვევს აყენებს(მუშტითაც რო შეუზლია და დანით რო აყენებს ზიანს). ინტენსიური ექსცესის პირობებია:
1.ობიექტურად უნდა არსებობდეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა;
2.მომგერიებელმა უნდა გადააჭარბოს მოგერიებისთვის აუცილებელ ზომებს, მაშასადამე გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომელიც აუცილებელზე მეტი ზიანის მომტანია;
3.მომგერიებელი უნდა მოქმედებდეს დაბნეულობით, შიშით ან სხვა ექსტრემალურ გარემოებებში.
აუცილებელი მოგერიების დროითი საზღვრების გადაცილება წარმოადგენს ექსტენსიურ ექსცესს, რომელიც თავის მხრივ ორი სახისაა: როცა პირი მოქმედებს ისეთი თავდასხმის წინააღმდეგ, რომელიც ჯერ არ დაწყებულა ან უკვე დამთავრებულია. ამ დროს დაცვა არ არის მიმართული იმწუთიერი ხელყოფის წინააღმდეგ, რადგან ჯერ კიდევ ადრე ან უკვე გვიანია.
გაბატონებული შეხედულების თანახმად ექსტენსიური ექსცესი არ წარმოადგენს ბრალის გამომრიცხველ საპატიებელ გარემოებას. რაც შეეხება ინტენსიურ ექსცესს, თუ იგი სუბიექტურად განხორციელდა განზრახ, უნდა დაკვალიფიცირდეს 113-ე მუხლით, ხოლო გაუფრთხილებლობის შემთხვევაში შეიძლება გახდეს ბრალის გამომრიცხველი ზეკანონური დაუწერელი საპატიებელი გარემოება, თუ შესრულებულია პატიების წინაპირობები.
ტრაგიკული კოლიზია-სსკ-ის 38-ე მუხლი აერთიანებს ბრალის გამომრიცხველ სხვადასხვა საპატიებელ გარემოებებს, რომელთაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ტრაგიკული კოლიზიის შემთხვევები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც, როგორც წესი, ადგილი აქვს თანაბარმნიშვნელოვან ინტერესთა კოლიზიას, რომლის დროსაც წარმოიშობა კონფლიქტი, რომლის დროსაც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ერთი მათგანის სასარგებლოდ მეორე სიკეთის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის ხარჯზე. სიტუაციის ექსტრემალურობიდან გამომდინარე მას არ შეიზლება მოეთხოვოს ნორმის შესაბამისი ქმედების შესრულება, რის გამოც ბრალის გამორიცხვის გზით უარი უნდა ითქვას მის დასჯაზე.
საპატიებელი უკიდურესი აუცილებლობა- მართალია საპატიებელ უკიდურეს აუცილებლობის ნორმაზე ქართულმა სსკ-მა უარი თქვა, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რომ ამ ნორმაში არსებული პირობების არსებობისას პირის მოქმედება 28-ე მუხლის საფუზველზე ჩაითვალოს ბრალის გამომრიცხველ ზეკანონურ გარემოებად. გვაქვს საპატიებელი უკიდურესი არსებობა ვიწრო და ფართო გაგებით
ვიწრო გაგებით-საპატიებელ უკიდურეს აუცილებლობაში ვიწრო გაგებით უნდა მოვიაზროთ ის შემთხვევები, რომლებიც ჩადენილია დამზიანებლის ან მისი ახლობლის სიცოცხლის, სხეულებრივი მთლიანობის ან თავისუფლების გადასარჩენად. იგი განსხვავდება, როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი უკიდურესი აუცილებლობის, ასევე, ფართო გაგებით საპატიებელი უკიდურესი აუცილებლობისგან, რომელსაც ქვემოთ განვიხილავ.
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი უკიდურესი აუცილებლობისგან განსხვავებით, რომლის დროსაც გადარჩენილი სამართლებრივი სიკეთე დაზიანებულს მნიშვნელოვნად აღემატება, საპატიებელი უკიდურესია უცილებლობის დროს კი ერთმანეთს უპირისპირდება ორი თანაბარმნისვნელოვანი სიკეთე. ამ სიკეთეებიდან ერთის გადარჩენითა და მეორის ხელყოფით, პირი ყოველთვის ჩადის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც სამართლებრივად არაა გამართლებული, მაგრამ ნებადართულია. ამ გარემოების არსი იმაში მდგომარეობს, რომ შექმნილ ვითარებაში პირი იმყოფება ისეთი ფსიქიკური ზეწოლის ქვეშ და ისე ძლიერია ამა თუ იმ სამართლებრივი სიკეთის გადარჩენის სურვილი, რომ იგი ტრაგიკული კოლიზიის მდგომარეობაში ვარდება.
მაშასადამე მართლზომიერ უკიდურეს აუცილებლობასა და საპატიებელ უკიდურეს აუცილებლობას შორის განსხვავება შეიძლება შემდეგნაირად გამოიხატოს:
1.მართლზომიერი უკიდურესი აუცილებლობის დროს დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანია გადარჩენილზე, მაშინ როდესაც საპატიებელის დროს თანაბარმნიშვნელოვანი სიკეთეებია;
2.მართლზომიერი უკიდურესი აუცილებლობის დროს არ არსებობს არავითარი შეზღუდვა, არამედ შეიძლება დაცული იქნეს ნებისმიერი სამართლებრივი სიკეთე, რომელიც დამზიანებლის ან სხვა სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს. საპატიებელი უკიდურესი აუცილებლობის დროს კი არსებობს შეზღუდვა განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთეებით, რომლებიც შეიძლება იქნეს დაცული. ესენია:სიცოცხლე, ჯანმრთელობა და თავისუფლება. ამასთან დაცული სამართლებრივი სიკეთე უნდა წარმოადგენდეს თვით დამზიანებლის ან მისი ახლობლის კუთვნილებას.
3.თანამონაწილეობა მართლზომიერი უკიდურესი აუცილებლობის დროს არაა შესაძლებელი, მაშინ როდესაც საპატიებელი უკიდურესი აუცილებლობის დროს იგი შესაძლებელია.
4.უკიდურესი აუცილებლობის დროს მართლზომიერად მოქმედი პირის მიმართ აუცილებელი მოგერიება არაა ნებადართული, მაგრამ საპატიებელი უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ აუცილებელი მოგერიების გამოყენება დასაშვებია, რადგან პირი მოქმედებს არაბრალეულად, მაგრამ მართლსაწინააღმდეგოდ.
5.შეცდომა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ უკიდურეს აუცილებლობასთან დაკავშირებით გამორიცხავს პასუხისმგებლობას განზრახი დანაშაულისთვის. იგი წარმოადგენს მოჩვენებით უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობას და გადაწყდება სსკ-ის 36-ე მუხლის ანალოგიით. შეცდომა საპატიებელი უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ გამორიცხავს განზრახვას, თუ ეს შეცდომა თავიდან აცილებადი იყო, არამედ მხოლოდ სასჯელის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს.
საპატიებელი უკიდურესი აუცილებლობის არაბრალეულობის აუცილებელი წინაპირობებია:ა)უკიდურესი მდგომარეობა; ბ)უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება; გ)სამართლებრივი სიკეთის გადარჩენის ნება და დ)საფრთხის თავის თავზე მიღების ვალდებულების არარსებობა(როცა ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას არ შეუძლია ეს გარემოება საკუთარი ბრალეულობის დასამტკიცებლად გამოიყენოს. ეს ის შემთხვევებია, როდესაც დამზიანებელმა საფრთხე თვითონ შექმნა ან ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული პროფესიული თუ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო მოეთხოვება მიიღოს საფრთხე საკუთარ თავზე. ესენი არიან-პოლიციელი, ჯარისკაცი, მეხანძრე, სხვადასხვა მაშველი სამსახურის წევრები)(მაგალითები გემზე და მთასვლელებზე გვ 247)
იძულებითი უკიდურესი აუცილებლობა წარმოადგენს საპატიებელი უკიდურესი აუცილებლობის სპეციალურ შემთხვევას. იგი არ წარმოადგენს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირი სხვა ადამიანის მხრიდან ძალადობის, ან ძალადობის მუქარის შედეგად იმყოფება სიცოცხლის, სხეულებრივი მთლიანობის ან თავისუფლების ხელყოფის იმწუთიერი საფრთხის წინაშე, რომელიც არ შეიძლება აცდენილ იქნეს სხვა საშუალებით. ასეთი ძალადობის, ან ძალადობის მუქარის მიზანია, პირმა ჩაიდინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება(მაგალითად ოფიცერმა ჯარისკაცს უბძანა, რომ მოეკლა თავისი ცოლის საყვარელი წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ორივე მათგანს მოკლავდა. ჯარისკაცი იმყოფება ტრაგიკული კოლიზიის პირობებში, რომელიც იძულებითი უკიდურესი აუცილებლობის სახით მის ბრალეულობას გამორიცხავს.
იძულებითი უკიდურესი აუცილებლობის დროს ის პირი ვინც ძალადობის ან ძალადობის მუქარის ქვეშ იმყოფება, უპირველეს ყოვლისა უნდა შეეცადოს, რომ მოიგერიოს ის საფრთხის წყარო, რომელიც მას იყენებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩასადენად, თუ ეს შესაძლებელია, თუ ეს შეუძლებელია, მხოლოდ მაშინ შეუძლია ხელყოს სხვა, უშუალო საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
საპატიებელი უკიდურესი აუცილებლობა ფართო გაგებით-ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც პირი სხვას დააზიანებს იმ უშუალო საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ეხება არა თვითონ მას ან მის ახლობელს, არამედ, სხვა, მესამე ისეთ პირს, რომელიც ხელმყოფისთვის ასეთი ადამიანების წრრეს არ მიეკუთვნება. სწორედ ამით განსხვავდება იგი საპატიებელი უკიდურესი აუცილებლობისგან ვიწრო გაგებით.
იგი წარმოადგენს ტრაგიკული კოლიზიის შემთხვევას. კერძოდ: ბრალეულად არ მოქმედებს ის, ვინც მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს სამართლებრივი სიკეთის ნაწილის გადასარჩენად, როცა ეს სიკეთე მთლიანობაში დასაღუპავად იყო განწირული.
ტრაგიკულ კოლიზიას ადგილი არ აქვს, როდესაც სამართლებრივი სიკეთის გადასარჩენად ხელყოფენ პიროვნების სიცოცხლეს, როგორც სამართლებრივ სიკეთეს, რომელსაც დაღუპვა არ ემუქრებოდა, მიუხედავად ხელყოფილ და გადარჩენილ სიკეთეებს შორის არსებული რაოდენობრივი სხვაობისა(ე.წ. კვანტიტატიური უკიდურესი აუცილებლობა). აქედან გამომდინარე, დაუშვებელია მრავალი განწირული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად თუნდაც ერთი ადამიანის მოკვლა, რომელსაც არაფერი ემუქრებოდა. სისხლისსამართლებრივი თვალსაზრისით ერთი ადამიანის სიცოცხლე, მრავალი ადამიანის სიცოცხლის ტოლფასია.
აქვე უნდა ითქვას, რომ ბრალის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებების დადგენა სამოსამართლო სამართალშემოქმედების საქმეა. აქედან გამომდინარე, ბევრია დამოკიდებული იმაზე, სსკ-ის 38-ე მუხლის ნორმის ინტერპრეტაციის გზით თუ როგორ განვითარდება მისი ფარგლები, სწორედ სამოსამართლო სამართლიდან გამომდინარე.
შეცდომა ბრალის გამომრიცხველ საპატიებელ გარემოებებში- ეს ფაქტორი განსხვავებით შეცდომისგან მართლწინააღმდეგობის გამომრიცველ გარემოებებისა, მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ბრალის გამომრიცხველ გარემოებად, თუ შეცდომა თავიდან აუცილებადი იყო, მაშასადამე გაუფრთხილებლობის დროს. ხოლო თუ შეცდომა თავიდან აცილებადი იყო პირი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, რადგანაც იგი არ გამორიცხავს ბოროტ განზრახვას, რომელიც ბრალის ეტაპზე დგინდება.


● 10. მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებათა ბუნება. აუცილებელი მოგერიება; დამნაშავის შეპყრობა; უკიდურესი აუცილებლობა; მართლზომიერი რისკი; ანალოგიით გამოსაყენებელი მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებანი.
 
                     აუცილებელი მოგერიება
    აუცილებელი მოგერიების დროს პირი აზიანებს ხელმყოფს, რომელმაც მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა განახორციელა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების მიზნით. თავდაცვის მიზანია მომგერიებლის ან სხვა პირის სამართლებრივი სიკეთის დაცვა. მომგერიელებელს უფლება აქვს დააზიანოს ხელმყოფი იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას სხვაგვარად აიცილოს ხელყოფა.
აუცილებელი მოგერიება ორი სახისაა: აუცილებელი თვითდაცვა და აუცილებელი დახმარება.
აუცილებელი მოგერიება შედგება 3 ნიშნისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი.ზოგჯერ არსებობს მეოთხე პირობაც, რომელიც მდგომარეობს სოციალურ–ეთიკურ შეზღუდვაში(მაგ: ბაღში ვაშლის მოპარვა)
აუცილებელი მოგერიების პირველი ნიშანია: უკიდურესი მდგომარეობა, რომელიც 3 კომპონენტისგან შედგება:
1)სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა
2)ხელყოფის იმწუთიერება
3)ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც გულისხმობს ხელყოფის რეალურ(ობიექტურ) ხასიათს.
განვიხილოთ ცალ–ცალკე:
1)აუცილებელი მოგერიების დროს ყოველთვის სახეზეა სამართლებრივად დაცული სიკეთის ან ინტერესის ხელყოფა, რომელიც ადამიანის აქტიური ან პასიური ქცევით–მოქმედებით ან უმოქმედობით არის გამოწვეული. შესაძლებელია ასევე აუცილებელი მოგერიება გაუფრთხილებელი ხელყოფის წინააღმდეგ.  უვარგისი მცდელობა არ წარმოადგენს ხელყოფას და არ წარმოშობს აუცილებელი მოგერიების უფლებას, რადგან სამართლებრივ სიკეთეს ხელყოფა ობიექტურად არ ემუქრება. შესაძლებელია ასევე, რომ ხელყოფა არ წარმოადგენდეს დასჯად ქმედებას , მაგრამ მისი მოგერიება მაინც ჩაითვალოს აუცილებელ მოგერიებად.
2)ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი, ანუ დაწყების პროცესში, უკვე დაწყებული ან ჯერ კიდევ მიმდინარე. ხელყოფა ასევე წარმოადგენს იმწუთიერს მისი განგრძობადობის დროს, თუ არსებობს დაზიანების მიმყენებელი ქმედების კვლავ განმეორების საშიშროება.
3)ხელყოფა ასევე უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, რომელიც გულისმხობს, რომ იგი ეწინააღმდეგება კულტურის ნორმებით დადგენილ მართლწესრიგს. იგი უნდა იყოს ობიექტური, ანუ რეალური და არა მარტო მომგერიებლის გონებაში წარმოსახული.
აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანი: უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება:
გულისმხობს რომ იგი უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვით საშუალებას. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო, როცა შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით ნაკლები ზიანის მიყენების გზით.
აუცილებელი თავდაცვითი მოქმედება 2 კრიტერიუმით განისაზღვრება:
–დაცვის საშუალება უნდა იყოს მოწოდებული ხელყოფა აღკვეთოს მყისიერად და შეძლებისდაგვარად საბოლოოდ ანდა მინიმუმ შეასუსტოს.
–თავდამცველი უფლებამოსილია აირჩიოს დაცვის ეფექტური საშუალება, ე.ი მისთვის ყველაზე ნაკლებად საშიში საშუალება.
აუცილებელი მოგერიების დროს უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება არ შეიძლება მიმართული იყოს მესამე პირის წინააღმდეგ, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხის უშუალო წყაროს.
მესამე ეტაპად დგინდება აუცილებელი მოგერიების სუბიექტური ელემენტის არსებობა, კერძოდ აუცილებელი მოგერიების გარემოებების ცოდნა და თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილი.
აუცილებელი მოგერიების სუბიექტურ მხარესთან დაკავშირებით არსებობს 3 შეხედულება:
–პირველი მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს გამართლების სუბიექტური ელემენტის არსებობას
–მეორე საკმარისად მიიჩნევს აუცილებელი მოგერიების სიტუაციის ცოდნას.
–მესამე კი პრინციპულად მოითხოვს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების ორივე ელემენტის(ცოდნისა და სირვილის) არსებობას.
მაშასადამე აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების პირობებია:
1)ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ რეალური
2)ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი
3)ხელყოფა უნდა იყოს რელევანტური, ანუ სოციალურად მნიშნელოვანი
4)ხელყოფა უნდა იყოს სუბიექტურად სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული.
                           დამნაშავის შეპყრობა
   მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც შეიპყრობს დამნაშავეს, ამისთვის აუცილებელი ზომის გადაუცილებლად. ზომის გადაცილება ნიშნავს ამ ზომის აშკარა შეუსაბამობას შესაპყრობი პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და სხვა გარემოებებთან.
   დამნაშავის შეპყრობის ისევე როგორც დაკავების უფლება აქვს არა მარტო პოლიციელს ან სხვა უფლებამოსულ თანამშრომელს, არამედ ნებისმიერ ფიზიკურ პირს.
   დამნაშავის მართლზომიერი შეპყრობის დროს ნებადართულია მისი თავისუფლების აღკვეთა, იძულება, სხეულებრივი დაზიანებები და ა.შ
   დამნაშავის შეპყრობა როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება მოითხოვს, რომ:
·         პირის დაკავების მართლზომიერებისთვის აუცილებელია, მას რეალურად ჩადენილი ჰქონდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება. თუ ისეთი სისხლისსამართლებრივი უმართლობა იყო განხორციელებული, რომ შესაძლებელია მე7 მუხლის მეორე ნაწილის გამოყენება, ან თუ შეპყრობილ პირს ამნისტია შეეფარდა, ან შეწყალებულია, ან გასულია მის მიერ ცადენილი სისხლისსმარათლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, ადამიანის შეპყრობა ისევე უნდა გადაწყდეს როგორც „მოჩვენებითი დამნაშავის“ შეპყრობა და ფაქტობრივი შეცდომის გამო პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს ბრალთან მიმართებით.
·         გადაცილებული არ უნდა იყოს დამნაშავის შესაპყრობად აუცილებელი ზომა. ზომა გადაცილებულად ჩაითვლება თუ იგი აშკარად შეუსაბამო იყო დანაშაულის სიმძიმესა და შეპყრობის გარემოებებთან. ამ დროს დანაშაულის სიმძიმესტან გათვალისწინებული უნდა იყოს დანაშაულის განხორციელების დრო, ადგილი, რაოდენობა, დამნაშავის პიროვნება, ფიზიკური მონაცემები და ა.შ
დამნაშავის შეპყრობის მართლზომიერების ფარგლები:
იგი შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი დასჯადი ქმედების მიმართ
როგორც პოლიციელსა და სხვა უფლებამოსილების მქონე პირს, ისე ნებისმიერ ფიზიკურ პირს უფლება აქვს ადამიანი დააკავოს მხოლოდ ერთი საფუძვლით, კერძოდ ცხელ კვალზე, თუ დანაშაულზე წაასწრებს.
არის სხვა მართლზომიერი საფუძვლები:
თუ თვითმხილველი ან თვითონ დაზარალებული მიუთითებს მასზე
ტანსაცმელზე აღმოაჩნდბეა დანაშაულის კვალი
თუ მიიმალება დანაშაულის შემდეგ და დაზარალებულმა ამოიცნო
მის მიმართ გამოტანილია დადგენილება ძებნის წარმოების შესახებ
შეპყრობა განხორციელებული უნდა იქნეს პირის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის, გაქცევის, დამალვის ან მტკიცებულებათა მოსპობის თავიდან აცილების მიზნით.
დამნაშავის შესაპყრობად უნდა გამოყენებულ იქნას ისეთი საშუალება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი ზომის გადაცილებას.
უნდა არსებობდეს გამართლების სუბიექტური ელემენტი, რაც მდგომარეობს შეპყრობის გარემოებების ცოდნასა და დაკავების სურვილში.
   ცნობილია, რომ არაპირდაპოირი განზრახვით ან გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული შედეგის დადგომამდე დანაშაულად არ ითვლება, ამიტომ დამნაშავის შეპყრობის უფლება, ასეთ შემთხვევებში, დანაშაულებრივი შედეგის დადგომამდე არ წარმოიშობა. თუკი დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხორციელდება, როდესაც მომზადება და მცდელობა შესაძლებელია, მაშინ დამნაშავის შეპყრობის უფლება წარმოიშობა თუკი სისხლის სამართლის კანონის დამრღვევმა დაასრულა დანაშაულებრივი საქმიანობა და არაა აუცილებელი დანაშაულიც დასრულებული იყოს. კერძოდ, დამნაშავის შეპყრობა შესაძლებელია დამთავრებული მცდელობის შემდეგ. მაგალითად, თუ ა–მ ტყვია ააცილა ბ–ს, მოქალაქეებს წარმოეშობათ დამნაშავის შეპყრობის უფლება.

             უკიდურესი აუცილებლობა
   უკიდურესი აუცილებლობა ნიშნავს სხვის(ხელმყოფის ან სხვა პირის) დაზიანებას იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებელს ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და დაზიანებული სიკეთე გადარჩენილზე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო.
   უკიდურესი აუცილებლობა 2 სახისაა(მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი)
1)დეფენზიური ანუ თავდაცვითი
2)აგრესიული ანუ თავდასხმითი
–დეფენზიური უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში პირი ზიანს აყენებს არა მესამე ძალას, არამედ საფრთხის წყაროს(ხელმყოფს) და ამ დროს პირს სამოქალაქო სამართლებრივი წესით ზიანის ანაზღაურება არ ეკისრება.
მაგ: მეზობელი წავიდა აგარაკზე და წყალი მოშვებული დარჩა. ქვედა სართულზე მცხოვრებს უფლება აქვს კარი შეუმტვრიოს თუ მას უფრო ნაკლები ზიანის მიყენებით არ შეუძლია საფრთხის თავიდან აცილება. ამასთან, მის მიერ მიყენებული ზიანი ნაკლები უნდაიყოს გადარჩენილზე.
–აგრესიული ანუ თავდახმითი უკიდურესი აუცილებლობის დროს პირი პასუხს აგებს სამოქალაქო წესით. ამ მდგომარეობაში პირი ზიანს აყენებს არა ხელმყოფს, არამედ მესამე ძალას, რომელსაც არავითარი წვლილი არ შეუტანია შექმნილი საფრთის წარმოშობაში.
მაგ: ა–ს სახლს ცეცხლი წაეკიდა. მის გადასარჩენად ა. იძულებული გახდა მეზობლის ნაკლებმნიშვნელოვანი სიკეთე(მაგ: ვენახი) დაეზიანებინა. ა. ვალდებულია აანაზრაუროს ზიანი სამოქალაქო წესით.
  მართწინააღმდეგობის გამომრიცხველ უკიდურეს აუცილებლობათა მართლზომიერების ობიექტური პირობებია:
1. დაცულ სიკეთეს საფრთხე უნდა შეექმნას რეალურად, ე.ი საფრთხე ობიექტურად უნდა არსებობდეს. თუკი აუცილებელი მოგერიებისა და დამნაშავის შეპყრობისას სამართლით დაცულ სიკეთეს საფრთხე შეიძლება შეექმნას მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, უკიდურესი აუცილებლობისას საფრთხის წყაროდ ასევე შეიძლება მოგვევლინოს ბუნება, ცხოველი, სხვადასხვა დაავადებანი და ა.შ
2.საფრთხე უნდა იყოს იმწუთიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არა საფრთხის აღმკვეთი მოქმედების დროული განხორციელება, სამართლებრივი სიკეთე გარდაუვლად დაზიანდება.დაცვის ობიექტი შეიძლება იყოს: ჯანმრთელობა, თავისუფლება, პატივი, ღირსება და ა.შ
3.არ უნდა არსებობდეს ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებით შესაძლებელი იქნება საფრთხეში მყოფი სამართლებრივი სიკეთის გადარჩენა სხვა სამართლებრივი სიკეთის ხარჯზე. ამაზე თვით ამ უფლების დასახელება მიანიშნებს: ჯერ ერთი რომ ქმედება უნდა იყოს აუცილებელი შექმნილ ვიტარებაში და მეორე, ასეთი აუცილებელი ქმედება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის გადარჩენის უკიდურესი საშუალება.
4.თავდასხმითი უკიდურესი აუცილებლობის ზიანი უნდა მიადგეს მესამე პირს ანუ ისეთ სამართლებრივ სიკეთეს, რომლიდანაც საფრთხე არ წარმოშობილა.მაგ: ა–მ მისკენ საკბენად წამოსული ძაღლი მოიგერია იქვე მდგარი მოქალაქის ქოლგით. მაგ მფლობელს უნდა აუნაზღაუროს ქოლგის დაზიანებით მიყენებული ზიანი.
5.გადარჩენილი სიკეთე უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ვიდრე დაზიანებული.პირის მოქმედება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობით მხოლოდ მაშინ შეიძლება გამართლდეს, როცა დაცულია სამართლებრივი რანგირების პრინციპი: ყველაზე დიდ სიკეთედ ითვლება ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა არ შეიძლება გამართლდეს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობით.
არ შეიძლება პირის გამართლება მძიმე ავადმყოფის ან ღრმა მოხუცებულის სიცოცხლის მოსპობისთვის, როცა ამ მოქმედებით სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხდება.
აკრძალულია სიცოცხლის ყოველგვარი კვანტიფიკაცია, ამიტომ უკიდურესი აუცილებლობით გამართლების საფუძველი არ შეიძლება იყოს ერთი ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობა ბევრი ადამიანის გადარჩენის მიზნით.

          მართლზომიერი რისკი
   მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც სასარგებლო მიზნის მისაღწევად გამართლებული რისკის პირობებში დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს.
   მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი აღნიშნული გარემოების მართლზომიერების სუბიექტური პირობაა:
1. პირი საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად უნდა მოქმედებდეს. აქ უნდა მოვიაზროთ არამარტო სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესები, არამედ ინდივიდუალური სამართლებრივი სიკეთე.
2.რისკის გარეშე არ უნდა შეიძლებოდეს საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მიღწევა. არაა სავალდებულო რისკის გაწევა მაინც და მაინც აუცილებელი და გადაუდებელი იყოს, ანუ ურომლისოდაც სამართლებრივი სიკეთე დაიღუპება აუცილებლად.
3.რისკი მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული, თუ რისკის გამწევმა ყველა ზომა მიიღო, რათა სამართლებრივი სიკეთე არ დაზიანბულიყო ან დაზიანების საფრთხე არ შექმნოდა, თუკი არსებობდა საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მიღწევის ისეთი გზა, რომელიც საერთოდ გამორიცხავდა რისკის განხორციელებას, მაშინ რისკი გამართლებული ვერ იქნება.
4. სამართლებრივი სიკეთის დაზიანება, რაც შეიძება მოჰყვეს რისკის განხორციელებას, რისკის გამწევისთვის უნდა იყოს სავარაუდო და არა გარდაუვალი.
მაგალითად: ქარხნის აფეთქება გარდაუვალია. არის ორი ღილაკი: ერთის დაჭერისას იგი გადარჩება, მეორის დაჭერისას კი აფეთქდება. ა–მ გასწია რისკი და ერთ ღილაკს დააჭირა. შენობა აფეთქდა. მიუხედავად ამისა, რისკი იქნება გამართლებული, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ამ შემთხვევაში ქმედების მართლწინააღმდეგობა გამორიცხულია.
   კანონმდებელი იყენებს ტერმინს – გამართლებული რისკი. არსებობს აგრეთვესაპატიებელი რისკი, რომელიც ბრალს გამორიცხავს.
მაგ: ბაბუამ შვილიშვილი მანქანიდან გადააგდო ბავშის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით ისეთ ვითარებაში, როცა მანქანა ხრამში იჩეხებოდა. სინამდვილეშ მანქანა არ გადაიჩეხა, ბავში კი დაიღუპა. მიუხედავად მძმე შედეგისა, ბაბუა შეიძლება არ დაისაჯოს, ვინაიდან იგი იმყოფებოდა საპატიებელი რისკის მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში სახეზე გვექნება არა მართლზომიერი რისკი, არამედ ბრალის გამომრიცხველი რისკი.

ანალოგიით გამოსაყენებელი მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებანი
სსკ-ს  32-ე მუხლმა, ისევე როგორც 38-ე მუხლმა გზა გაუხსნა სამოსამართლო სამართალშემოქმედებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართალში განსაკუთრებით მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველ გარემოებებთან დაკავშრებით , პიროვნების სასარგებლოდ გამოიყენება ანალოგია.მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებებია:დაზარალებულის თანხმობა, დაზარალებულის სავარაუდო თანხმობა, მოვალეობათა კოლიზია და ა.შ.
მაგალითები:
      ა-მ გადაწყვიტა ცხვირის ოპერაციის გაკეთება.ოპერაციის შმდეგ მას თავისი გარეგნობა არ მოეწონა და ბ-ს უჩივლა.უნდა გაირკვეს, არის თუ არა ბ-ს მოქმედებაში ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შემადგენლობა. თუ სასამართლომ გამოარკვია, რომ ბ-მ ოპერაცია სწორად გააკეთა და მას არავითარი განზრახვა არ ჰქონია დაემახინჯებინა ა-ს სახე ასევე, არც წინდახედულობის ნორმა დაურღვევია, იგი პასუხს არ აგებს მართლწინააღმდეგობის არარსებობის გამო.(ე.წ. დაზარალებულის თანხმობა).
     საავადმყოფოში მიიყვანეს მძიმედ დაჭრილი, გონდაკარგული ა. ექომმა ბ-მ ა-ს ნებისაგან დამოუკიდებლად გააკეთა სასწრაფო ოპერაცია და ა-ს ფეხი მოკვეთა(წინააღმდეგ შემთხვევაში ა დაიღუპებოდა).გამოჯანმრთელების შემდეგ ა-მ უჩივლა ბ-ს ფეხის მოკვეთისათვის(განაცხადა რომ უფეხობას სიკვდილი ერჩივნა).თუ სასამრთლო დაადგენს, რომ ბ-მ სწორი სამედიცინო მკურნალობა ჩაატარა და მას არ ჰქონდა საშუალება ა-სგან ნებართვა აეღო, ბ-ს ქმედება არ იქნება მართლსაწინააღმდეგო.(ე.წ. დაზარალებულის სავარაუდო თანხმობა).
      აღსანიშნავია, რომ აკრძალულია სამედიცინო ექსპერიმენტები და სადისტური მოქმედებები. მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ს 133-ე მუხლი კრძალავს უკანონო აბორტს, მეცნიერთა გარკვეული ნაწილის აზრით, აბორტის გაკეთება ვადების გასვლის შემდეგ დედის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გადარჩენის მიზნით, ბრალის გამომრიცხველი, საპატიებელი გარემოებაა.
        მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ ზეკანონურ გარემოებათა ჩამონათვალი არ არის ამოწურული.
● 11. ბრალის გამომრიცხველ და შემამსუბუქებელ გარემოებათა  ბუნება; შერაცხაობის ცნება; ბრალის გამომრიცხველ  და შემამსუბუქებელ გარემოებათა სახეები: შეურაცხაობა ასაკის გამო, შეურაცხაობა ფსიქიკური მდგომარეობის გამო, შეზღუდული შერაცხადობა ფსიქიკური მდგომარეობის გამო, შეცდომა და მისი სახეები, ბრძანების ან განკარგულების შესრულება; ანალოგიით გამოსაყენებელი ბრალის გამომრიცხველი გარემოებანი.
         დღევანდელი ქართული სისხლის სამართალი ბრალის ნორმატიული მოძღვრებით შერაცხადობა-შეურაცხადობის პრობლემას, როგორც ბრალუნარიანობის განმსაზღვრელ გარემოებას, თვით ბრალის ეტაპზე განიხილავს. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დამოკიდებული არ არის პირის ბრალუნარიანობაზე. მაშასადამე, მისი ჩადენა შეუძლია სულით ავადმყოფსაც. სისხლის სამართალში პირის ქმედუნარიანობა მყარად არის გამიჯნული მისი ბრალუნარიანობისაგან.ქმედუნარიანობის დროს დგინდება პირის უნარი, შეუძლია თუ არა განახორციელოს სხეულებრივი გადაადგილება გარესამყაროში.ბრალუნარიანობის დროს კი, წყდება საკითხი, იყო თუ არა პირი ნორმის ვარგისი ადრესატი.   ბრალუნარიანობას განსაზღვრავს პირის შერაცხადობა, ხოლო ბრალის გამომრიცხველი გარემოებებია:შეურაცხადობა, კერძოდ ასაკის გამო, ფსიქიკური დაავადების გამო, ინდივიდუალური გაუფრთხილებლობის გარეშე ბრძანების ან განკარგულების შესრულება.შეზღუდული შერაცხადობა კი, წარმოადგენს არა ბრალის გამომრიცხველ, არამედ მისშემამსუბუქებელ გარემოებას.
                      შეურაცხაობა
         მოქმედი ქართული სსკ-ს სიახლეა, რომ მასში შეურაცხაობა მოცემულია გვარეობითი ცნების სახით.იგი თავის თავში მოიცავს ორ შემთხვევას: შეურაცხაობას ასაკის გამო და შეურაცხაობას ფსიქიკური მდგომარეობის გამო. სსკ-ს 33-ე და 34-ე მუხლებში შეურაცხაობა განსაზღვრულია ნეგატიურად.მაგალითად, 33-ე მუხლის თანახმად მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად თუ ის ჯერ არ არის 14 წლის. შეურაცხაობის საკიტხის გადაწყვეტის დროს მნიშვნელოვანია პირის მდგომარეობა ქმედების ჩადენის დროს.
         ქართული კოდექსის მიხედვით თავის მხროვ შეურაცხაობა დგინდება ორ:ინტელექტუალურ და ემოციონალურ მომენტზე დაყრდნობით.დღეს შეურაცხაობის საკითხის გადაწყვეტის დროს ყურადღებას აქცევენ ორივე მომენტს:როგორც ინტელექტუალურს ასევე ემოციონალურს. თუ ამ ორიდან პირის ერთი უნარი მაინც იქნა დარღვეული, ასეთ შემთხვევაში მას ქმედება ინდივიდუალურად არ შეერაცხება.

                       შეურაცხაობა ასაკის გამო
   სსკ-33 მუხლის თანახმად, 14 წლის ასაკამდე პირს ბრალად არ შეერაცხება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მოქმედი ქართული კანონმდებლობით(სსკ-80) პირი არასრულწლოვანია, თუ მან დანაშაული ჩაიდინა 14-18 წლამდე ასაკში. არასრულწლოვანი პირი, როგორც წესი, არის შერაცხადი. ცალკეულ შემთხვევებში უნდა შემოწმდეს მისი შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობა, რომელიც სრულწლოვანისაგან განსხვავებით არასრულწლოვნისათვის შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი(სსკ-35_3). არასრულწლოვნის შეზღუდული შერაცხადობა ის შემთხვევაა, როცა მას არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა, ანდა უხელმძღვანელოს მას. ქართული კანონმდებლობით 14 წლამდე პირი არ შეიძლება დაისაჯოს იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი ფსიქიკური განვითარების დონე რეალურად 15 ან მეტი წლის ასაკისას შეესაბამება.

                        შეურაცხაობა ფსიქიკური დაავადების გამო
   
   სსკ 34 მუხლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ ფსიქიკურად დაავადებულ პირს, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობის შინაარსი, ანდა შეეძლო გაეცნობიერებინა, მაგრამ არ ჰქონდა სხვაგვარად მოქმედების უნარი, არ შეერაცხება ბრალად მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. შეურაცხაობის მიზეზი შეიძლება იყოს: ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკური მდგომარეობის დროებითი მოშლილობა, ჭკუასუსტობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება.
კანონი ფსიქიკურ შეურაცხაობას უკავშირება ორ წინაპირობას: თავდაპირველად, ემპირიულად უნდა დადგინდეს, რომ სახეზეა ფსიქიკური ავადმყოფობის მომენტი(შეურაცხაობის ბიოლოგიურ-ფსიქოლოგიური კომპონენტი). ამის შემდეგ სამართლებრივ-შეფასებითი მეთოდით უნდა დადგინდეს, რომ პირს თავისი ფსიქიკური
მდგომარეობის გამო არ ჰქონდა სხვაგვარად მოქმედების უნარი(შეურაცხაობის ფსიქოლოგიურ-ნორმატიული კომპონენტი). მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს შეურაცხად მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ არ გამოიყენება სასჯელი, რადგან მისი ქმედება არ არის ბრალეული. ბრალის გარეშე კი არ არსებობს სასჯელი. სსკ-34 მუხლი უთითებს ფსიქიკური მდგომარეობით განპირობებულ შეურაცხაობის გამომწვევ ოთხ ფაქტორს: ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკის დროებითი აშლილობა, ჭკუასუსტობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება.
                  შეზღუდული შერაცხადობა
    შეზღუდული შერაცხადობა გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა პირს ფსიქიური დაავადების გამო არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა და ეკონტროლებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი მხარე ან მართლსაწინააღმდეგო ხასიათი. შეზღუდული შერაცხადობისას სრულწლოვანი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება, ხოლო მისი მდგომარეობა მხედველობაში მიიღება მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციისას ან სასჯელის დანიშვნისას, ხოლო არასრულწლოვანი შეიძლება გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან.


● 12. დამთავრებული დანაშაული. დანაშაულის ჩადენის სტადიები: მომზადება; მცდელობა. განზრახვის გამომჟღავნებისა და მომზადების გამიჯვნა. დანაშაულის მომზადებისა და მცდელობის ურთიერთგამიჯვნის პრობლემა და კრიტერიუმები. მცდელობის სახეები
            დაუმთავრებელი დანაშაულის 2 სახე გვაქვს: დანაშაულის მომზადება და მცდელობა.დანაშაულის მომზადებისა და მცდელობის კვალიფიკაციისთვის აუცილებელია მე-18 ან მე-19 მუხ. მითითება.ობიექტური თეორიის მიხედვით,რომელიც მოძველებულია, დასჯადობის საფუძველია დაცული ობიექტისათვის საფრთხის შექმნა. წმ. სუბიექტური თეორიაც არ არის გამოსადეგი. შესაბამისად სსსკ ცალსახად არც ობიექტურს და არც სუბიექტურს ემხრობა.იგი ორივე შეხედულებას აერთიანებს ანუ ე.წ. შემაერთებელ თეორიას გვათავაზობს. სუბიექტური: ა შევიდა ოთახში და უნდოდა ც-ს მოკვლა და დაარტყა დანა, რათა მოეკლა, მაგრამ სხვა ფხვნილი აღმოჩნდა. ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები დაკვალიფიცირდა როგორც მკვლელობის მცდელობა. არსებობს ასევე აბსოლუტურად უვარგისი მცდელობა,  რომელიც მე-20 მუხლით წესრიგდება. მაგ: ა-მ ესროლა ძალიან შორიდან თვითმფრინავს თოფი, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენდა მისთვის.
          მცდელობა არსებობს დამთავრებული და დაუმთავრებელი. მაგ: ა-მ ბ-ს ჩუყარა ღვინოში საწამლავი, მაგრამ ბ-ს ის ჯერ არ დაულევია. ეს არის დაუმთავრებელი მცდელობა, ხოლო თუ მან დალია ღვინო და არ მოკვდა მაშინ გვექნება დამთავრებული მცდელობა. ევენტუალური განზრახვა.
          დანაშულზე ნებაყოფლობით ხელის აღება სსკ 21-ე მუხლის ხელის აღება შეიძლება როგორც მომზადების სტადიაზე ისე დაუმთავრებელ მცდელობაზე. მაგ: თუ ა-მ ბ-ს ააცილა პირველი ტყვია მაგრამ დარჩენილი ტყვია რომ ესროლა მოკლავდა ბ-ს ჩითვლება ხელის აღებად. ან თუ ერთი ტყვია ჰქონდა და ისიც ააცილა მაგრამ მას სხვა გზითაც შეეძლო მისი მოკვლა მაგალითად დახრჩობით, დანის გამოყენებით, მაგრამ მან შეწყვიტა ქმედება ესეც ჩაითვლება ხელის აღებად. ასევე აღსანიშნავია "ოქროს ხიდის" თეორია. მაგ: თუ ა-მ ც-ს ჩაუყარა საწამლავი ღვინოში, ც-მ დალია მაგრამ ა-ში გაიღვიძა სინანულის გრძნობამ და ყველაფერი გააკეთა რათა ც გადარჩენილიყო და ც გადარჩა, აქ გვექნება ხელის აღება და თუ მაგალითად თავიდან ვერ აიცილა და ც ვერ გადარჩა მაშინ დამთავრებული დანაშაულია.
 
           დანაშაულის ჩადენის სტადიები: მომზადება; მცდელობა

           დანაშაულის მომზადება არის დანაშაულის ცადენისთვის პირობების განზრახ შექმნა.
 18-e muxlis me-2 nawilis Tanaxmad sisxlissamarTlebrivi pasuxismgebloba dawesebulia mZime da gansakuTrebiT mZime danaSaulebis momzadebisTvis da aseve dasjadia zogierTi naklebmZime danaSaulis momzadebac. aRniSnuls ar iTvaliswinebs zogierTi qveynis kanonmdebloba da momzadebisTvis mxolod mometebuli safrTxis SemTxvevaSi aweseben sasjels. aRniSnulis amosavali aris is, rom ratom unda daisajos adamiani momzadebis stadiaze, rodesac mas jer kidev aqvs ufleba xeli aiRos danaSaulis bolomde miyvanaze, rac gamoricxavs mis mimarT pasuxismgeblobis dawesebas. aseve, momzadebis stadiaze, pirs jer kidev ar aqvs dawyebuli danasaulis obieqturi semadgenlobis ganxorcieleba.
  sisxlis samarTlis kodeqsiT zogierTi danaSaulis momzadeba ukve damTavrebul danaSauladaa miCneuli, es misaRebia radgan zogierTi qmedeba momzadebis stadiazec Zalze mometebuli safrTxis Semcvelia.
        mosamzadebeli saqmianoba sxvadasxva qmedebiT SeiZleba gamovlindes, rac damokidebulia rogorc danaSaulis iuridiul bunebaze, ise aramed konkretul situaciaSi danaSaulis ganxorcielebisTvis gasTvaliswinebel mraval faqtorze.
danaSaulis Cadenis gaadvilebis mizniT xSiria danaSaulis TanamonawileobiT ganxorcieleba. zogjer gvxdeba SemTxvevevbi, rodesac Tanamonawilis mosamzadebel moqmedebas damTavrebul danaSaulad acxadeben magaliTad a-m cecxlsasroli iaraRi SeiZina im mizniT, rom b-s mkvlelobaSi daxmareboda. iaraRis SeZena ukve damTavrebuli danaSaulis Semadgenlobas Seicavs, romelic aRniSnul SemTxvevaSi warmoadgens mkvlelobis momzadebas. amrigad, mosamzadebeli qmedebebi SeiZleba gamoixatos iaraRis an raime sagnis damzadebis, Sezenasa da moparvaSi, dabrkolebaTa Tavidan acielbaSi, pirTa Soris SeTanxmebis miRwevaSi da a.S
  momzadeba SeiZleba iyos ori saxis: damTavrebuli da daumTavrebeli. Tu romelime mosamzadebeli pirobaTagan erTerTs ver ganaxorcieleben, maSin adgili eqneba daumTavrebel momzadebas. aseT dayofas sisxlissamarTlebrivi mniSvneloba aqvs, radgan adgili aqvs danaSaulebrivi qmedebis obieqturad gansxvavebul etapebs. amitom Seqmnili safrTxis sxvadasxva donis gamo sisxlissamarTlebrivi diferenciaciac unda moxdes.

    danaSaulis mcdeloba aris ganzraxi qmedeba, romelic mimarTulia danaSaulis Casadenad qmedebis obieqturi Semadgenlobis ganxorcielebis dawyebis gziT.
 dRes sisxlis samarTalSi gabatonebulia Sexeduleba romlis mixedviTac sisxlissamarTlebrivi pasuxismgebloba daumTavrebeli danaSaulisTvis dgeba e.w. subieqtur-obieqturi anu Sereuli TeoriiT, romlic axdens subieqturi da obieqturi kriteriumebis kombinacias. swored am TeoriiT aris SesaZlebeli momzadebisa da mcdelobis urTierT gamijvna, uvargisi mcdelobis dasjadoba da absoluturad uvargisi mcdelobis dasjadobaze uaris Tqma.
  subieqturi momentis mniSvnelobis uaryofis SemTxvevaSi, pasuxismgebloba ver dasabuTdeboda uvargisi mcdelobisas. ( a-s unda b moklas, esvris loginSi, magram a ukve mkvdari iyo) am SemTxvevaSi adgili aqvs mkvlelobis mcdelobas.
  subieqturi Teoriis gareSe aseve SeuZlebelia pasuxismgeblobis dasabuTeba -  mcdelobisTvis uvargisi sagniT. ( uyris sawamlavs da sinamdvileshi sxva fxvnilia) aRniSnuli dakvalificirdeba rogorc mkvlelobis mcdeloba.
   kodeqsis me-20 muxlis Tanaxmad, pirs ar daekisreba pasuxismgebloba danaSaulis momzadebis da mcdelobisTvis Tu misi umecrebis an sxva pirovnuli naklis gamo, danasaulis Casadenad gamoyenebuli iyo iseTi saSualeba, romeliTac ar SeiZleboda miRweuliyo Sesabamisi marTlsawinaaRmdego Sedegi. e.w.  absoluturad ubargisi mcdeloba.
   danaSaulis mcdeloba seiZleba iyos 2 saxis: damTavrebuli da daumTavrebeli.
daumTavrebelia mcdeloba, roca pirma daiwyo uSualod qmedebis bieqturi Semadgenlobis ganxorcieleba, magram jer kidev bolomde ar an ver ganaxorciela. xolo damTavrebuli mcdelobis dros pirma bolome amowura qmedebis Sinaarsi da mxolod Sedegis dadgomas elodeba.
  mcdelobis dasjadobis winapirobebia:
1) mcdelobis dasjadobis samarTlebrivi SesaZlebloba
2) qmedebis semadgenlobis ganxorcielebis gadawyvetileba- gamoxatuli ganzraxvaSi
3) qmedebis Semadgenlobis ganxorcielebis dawyeba
4) mosalodneli Sedegis ararseboba ( gamonaklisia in dubio pro reo)

   Sedegis dadgomis miuxedavad, zogjer qmedeba SeiZleba dakvalificirdes danaSaulis mcdelobad, Tu saxezea – yvela eWvi braldebulis sasargeblod – SemTxveva (in dubio pro reo) magaliTad : erT pirs esvris ori sxvadasxva da erTis moxvdeba da ver adgenen romlis moxvda, am semTxvevaSi orive daisjeba mkvlelobis mcdelobisTvis.
  aseve gavrcelebuli azriT danaSaulis mcdelobisaTvis qmedebis eventualuri ganzraxviT cadena sakmarisia da ar aris saWiro Sedegis pirdapiri ganzraxvis dadgena. eventualuri ganzraxva aris qmedebisa da Sedegis nebeloba. visac danasaulis Cadenis neba aqvs da sedegs ver miaRwia unda daisajos am danasaulis mcdelobisTvis.

              ბრძანების ან განკარგულების შესრულება
  ბრძანების ან განკარგულების შესრულება, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო სისხლის სამართალში არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის გამომრიცხველ დამოუკიდებელ გარემოებას, არამედ კავშირშია შეცდომის ინსტიტუტსა და ბრალის გამომრიცხველ იძულებით უკიდურეს აუცილებლობასთან. სსსკ_ს 37_ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივ პასუხის მგებლობა არ დაეკისრება იმ სამოქალაქო თუ სამხედრო ხელქვეითს, ვინც სავალდებულო ბრძანება ან განკარგულების შესრულებისას დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. ამავე მუხლის  მეორე ნაწილი  რომ პირველი ნაწილით გათვალისწინებული ასეთი ქმედება ჩადენილ უნდა იქნას წინასწარი შეცნობის გარეშე. მაგალითად, ოფიცერმა უბრძანა ჯარისკაცს, რომ მოკლას ვითომ "დივერსანტი", რომელიც სინამდვილეში არის მისი ცოლის საყვარელი და ამით სურს იძიოს შური მასზე. ჯარისკაცმა შეასრულა ბრძანება, რიტაც ექსტრემალურ სიტვაციაში დაუშვა მისატევებელი შეცდომა. იგი არ აგებს ამის გამო პასუხს, ვინაიდან მას არ ქონდა მართლწინააღმდეგობის შეგნება ფარტო გაგებით. ხოლო რაც შეეხება ოფიცერს იგი აგებს პასუხს ამ დანაშაულისათვის რადგან ის მოქმედებდა შუალობითი ამსრულებლის მდგომარეობაში. თუმცა თუ მაგალიტად ოფიცერმა უბრძანა ჯარისკაცს რომ მოეკლა მისი ცოლის საყვარელი (ანუ ჯარისკაცმა იცოდა ვის კლავდა), მაშინ ის დაისჯება მკვლელობის ამსრულებელი, ხოლო ოფიცერი როგორც წამქეზებელი. ქართული სისხლის სამართლის ნორმა ბრძანებასა და განკარგულების შესრულებასტან დაკავშირებით ჩამოყალიბებულია ე.წ. პირობათა თეორიის მიხედვით და იგი გარკვეულწილად განსხვავდება ამ საკითხზე საერთაშორისო სამრთლისგან. ამასთან, აღსანიშნავია რომ ეს ნორმა შეესაბამება კონტინენტური ევროპის არაერთი ქვეყნის კანონმდებლობასა და დოგმატიკას.
13. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების საფუძველი და მისი არსებობის გამართლება სისხლის სამართალში
    თუ პირმა დანაშაულზე ნებაყოფლობით აიღო ხელი, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. დანაშაულზე ხელის აღება შეიძლება როგორც დანაშაულის მომზადების სტადიაზე, ისე დაუმთავრებელი მცდელობისას. აღსანიშნავია, რომ პირს შეუძლია დამთავრებული მცდელობის დროსაც აიღოს ხელი დანაშაულზე. ნებაყოფლობით ხელის აღებისას, თუ პირის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება შეიცავს სხვა დანაშაულის ნიშნებს (მაგალითად არ მოკლა ადამიანი, მაგრამ სხეული დაუზიანა), იგი დაისჯება ფაქტობრივად ჩადენილისათვის. ნებაყოფლობით ხელის აღებისას პირმა თავისი აქტიური მოქმედებით თავიდან უნდა აიცილოს შედეგი. თუ პირმა მიუხედავად აქტიური მცდელობისა დანაშაული ვერ აიცილა, დაისჯება დამთავრებული დანაშაულისათვის. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება პირის უმოქმედობითაც დასაშვებია (მაგალითად პირმა ერთხელ გასროლით ტყვია ვერ მოარტყა და მეორედ აღარ ისროლა). დამთავრებული მცდელობის შემთხვევებში პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დასაბუთებულია ე.წ. „ოქროს ხიდის“ თეორიით. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: კანონმდებელი პირს აძლევს შანსს , თუ მან ხელი აიღო დამთავრებული მცდელობის სტადიაზეც კი დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე და თავიდან აიცილა სამართლებრივი სიკეთის დაზიანება. მაშინ მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.  აქვე განვიხილოთ შემთხვევა, როცა ა–მ სცადა მოეკლა ბ, მაგრამ ბ გადარჩა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ამ შემთხვევაში ა დაისჯება ჯანმრთელობის დაზიანებისათვის.
   აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უმოქმედობით დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებასთან დაკავშირებით სხვადასხვა თეორია განვითარდა. 1) ე.წ. ცალკეული აქტის თეორია – პირი უნდა დაისაჯოს დანაშაულის მდელობისათვის, თუ მან თავისი წარმოდგენით შედეგის მისაღწევად ვარგისი ქმედება ჩაიდინა, მაგრამ ამას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. მაგალითი : ა–მ ესროლა ბ–ს ტყვია და ბ–ს ტყვია აცდა. ამ შემთხვევაში პირი უნდა დაისაჯოს დანაშაულის მცდელობისათვის, მიუხედავად იმისა ჰქონდა თუ არა მას შემდეგი მოქმედებით მიზნის მიღწევის საშუალება.  ამ თეორიის საწინააღმდეგოდ შეიძლება ითქვას ის, რომ თუ პირი არ გათავისუფლდება დანდობისთვის, მაშინ შეიძლება გაუჩნდეს სურვილი დანაშაულის ბოლომდე მიყვანისა. 2) ე.წ. ქმედებათა ერთობლიობაში შეფასების თეორია – დასჯად ქმედებას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როცა ტავდაპირველ ქმედებას დანაშაულებრივი შედეგი არ მოჰყოლია, და ასევე პირს შედეგის მიღწევის სხვა საშუალება აღარ გააჩნდა.
  დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე ნებაყოფლობით ხელის აღება გვექნება როცა შედეგის დადგომა თავიდან იქნება აცილებული. ნებაყოფლობითი ხელის აღების შესახებ ნორმა არის წამახალისებელი. პირი დანაშაულისაგან იმიტომ კი არ თავისუფლდება, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ იმიტომ, რომ მან თავიდან აიცილოს სამართლებრივი სიკეთის დაზიანება. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება არ წარმოადგენს ბრალის გამომრიცხველ საპატიებელ გარემოებას, არამედ არის პასუხისმგებლობიდან პერსონალური გათავისუფლების საფუძველი. აქვე უნდა ვახსენოთ კრიმინალპოლიტიკური თეორია, რომელიც ასაბუთებს ნებაყოფლობით ხელის აღებისას პირის დაუსჯელობას. აგრეთვე მნიშვნელოვანია წახალისებისა და სასჯელის მიზნების თეორიები.

●14. ამსრულებლობის ცნება და სახეები: ერთპიროვნული ამსრულებლობა, თანაამსრულებლობა და შუალობითი ამსრულებლობა
   განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში ორი ან მეტი პირის ერთობლივი მონაწილეობის შემთხვევაში მათი როლების გასამიჯნავად ქართული სისხლის სამართალი იყენებს ე.წ. დუალისტურ სისტემას. იგი დანაშაულის ჩადენის პროცესში შესრულებული როლის მიხედვით თითიეულ მონაწილეს განიხილავს ამსრულებლად ან თანამონაწილედ. ამ სისტემისაგან განსხვავდება ერთიანი ამსრულებლობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც პირი ყოველთვის ამსრულებელია, მიუხედავად დანაშაულში მის მიერ შეტანილი წვლილისა. საქართველოში გაბატონებულია დუალისტური სისტემა, ხოლო ერთიანი ამსრულებლობის პრინციპი გამოიყენება გაუფრთხილებლობითი დანაშაულისას.
          ცნობილია დანაშაულის ამსრულებლობის სამი სახე: უშუალო ამსრულებლობა, თანაამსრულებლობა და შუალობითი ამსრულებლობა.  ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული (ერთპიროვნული ამსრულებლობა), აგრეთვე ის, ვინც თანაამსრულებელთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში ( თანაამსრულებლობა), აგრეთვე ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ( შუალობითი ამსრულებლობა).
  ა) უშუალო ამსრულებელი – უწოდებენ ისეთ ამსრულებელს, რომელიც თვითონ მარტო ახორციელებს დანაშაულის შემადგენლობას. ზოგჯერ დამნაშავის მოქმედებასა და დანაშაულებრივ შედეგს შორის შუალედ რგოლად ჩართულია ფიზიკური საგანი, ბუნების მოვლენა ან ცხოველი. შესაძლებელია უშუალო ამსრულებლის ორი სახის გამოყოფა: 1) ერთპიროვნული ამსრულებლობა – მარტო ერთი ადამიანი მოქმედებს; 2) დანაშაულს ტანამონაწილენი ცადიან, მაგრამ დანაშაულის შემადგენლობას მაინც ერთი ადამიანი ასრულებს.
ბ) თანაამსრულებლობა– თანაამსრულებელია ის, ვინც სხვასთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულის ჩადენა კი ნიშნავს კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით აღწერილ ქმედების შემადგენლობის უშუალოდ აღსრულებას. შესაბამისად, თანაამსრულებლობა იგივე ამსრულებლობაა. თანაამსრულებელია მაგალითად ისიც, ვინც ეხმარება პირს ადამიანის გაუპატიურებაში, აგრეთვე ისიც ვინც მსხვერპლს უმწეო მდგომარეობაში მოიყვანს. თანაამსრულებელია მაგალიტად ის პირიც, ვინც ადამიანს ეხმარება ქურდობაში, თუმცა საგნის მითვისების მიზანი არა აქვს. განვიხილოთ  თანაასმრულებლობა უმოქმედობის დროს.  უმოქმედობის ორი სახე ვიცით: 1) წმინდ და 2) შერეული. რაც შეეხება წმინდა უმოქმედობას, ეს უცილობლივ ერთი პირის მიერ უნდა იყოს ჩადენილი. აქ თანაამსრულებლობა არ მოქმედებს. შერეული უმოქმედობა ისეთი დელიქტია , რომლის ჩადენა შეიძლება როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. როდესაც 2 პირი თავის მოვალეობას არღვევს და ამით შედეგი დგება, ისინი თანაამსრულებლებად ჩაითვლებიან.  სუბიექტური მხრივ თანაამსრულებლობა განზრახი ქმედებაა, იგი ორ ელემენტს შეიცავს 1) შედეგისადმი ფსიქიკური დამოკიდებულება და 2) იმის ცოდნა, რომ სხვა თანაამსრულებელთან ერთად ჩადის უმართლობას.
გ) შუალობითი ამსრულებლობა – ისეთი შემთხვევაა, როცა დამნაშავემ დანაშაულის შემადგენლობა იმ პირის მეშვეობით შეასრულა, რომელსაც პასუხისმგებლობა არ დაეკისრება სხვადასხვა გარემოებათა გამო ან პასუხს აგებს სხვა უმართლობისათვის. შუალობითი ამსრულებლობისას „ცოცხალი იარაღი“ ანუ ადამიანი, რომელიც ქმედების შემადგენლობას უშუალოდ ასრულებს, შეურაცხადია.  შუალობითი ამსრულებელი წამქეზებლობის ფორმით მოქმედებს და მაშინ გვაქვს, როცა წამქეზებელმა იცის, რომ ის წაქეზებულს დანაშაულის ჩადენის „ცოცხალ იარაღად“ იყენებს. შუალობითი ამსრულებელი შეიძლება მარტო მოქმედებდეს და აქეზებდეს ან ეხმარებოდეს „ცოცხალ იარაღს“ შემადგენლობის განხორციელებაში. თანაშუალობითი ამსრულებლობა გვაქვს როცა რამდენიმე პირი ცადის ამგვარ საქციელს. შუალობითი ამსრულებლობა მაშინაც გვაქვს, როცა „ცოცხალი იარაღი“ და მსხვერპლი ერთი პიროვნებაა. შუალობითი ამსრულებლობა ყოველთვის განზრახი მოქმედებაა, განზრახვა ამ შემთხვევაში მხოლოდ პირდაპირია. ზოგჯერ კი შუალობითი ამსრულებელი ცდება და ჰგონია, რომ ის, ვისაც იგი აქეზებს ან ეხმარება სავსებით ვარგისია შესაბამისი დანაშაულის ამსრულებლად, ზოგჯერ კი წამქეზებელს ჰგონია რომ აქეზებს არასრულწლოვანს, სინამდვილეში კი ის სრულწლოვანია.                


●   15. ერთიანი დანაშაული და დანაშაულის სიმრავლე. ნორმათა კონკურენცია.ერთიანი დანაშაული, მისი სახეები და იურიდიული მნიშვნელობა. დანაშაულის სიმრავლე და მისი სახეები. დანაშაულის სიმრავლისა და ერთიანი დანაშაულის განსხვავება და მათი სწორად გამიჯვნის იურიდული მნიშვნელობა. ნორმათა კონკურენცია, მისი სახეები და მნიშვნელობა ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისას                                  
                        ერთიანი დანაშაული
     მისი სახეებია დენადი და განგრძობადი დანაშაული. დენადი დანშაული შეიძლება დაიწყოს მოქმედებით, მაგრამ ერთი მოქმედების დამავრების შემდეგაც გაგრძელდეს მისი ჩადენა. იგი ხანგრძლივი დროით გრძელდება. მაგალითად: თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ზოგიერთი დენადი დანაშაული უმოქმედობით იწყება და უმოქმედობითვე გრძელდება. მაგ: ალიმენტისათვის თავის არიდება. ამ სახის დანაშაული დამთავრებულია, როცა იგი წყდება. შეწყდება იგი მხოლოდ მაშინ, როცა დამნაშავეს შეიპყრობს სახელმწიფო ორგანო, თვითონ გამოცხადდება ბრალის აღიარებით, ანდა ისეთ მოქმედებას ჩაიდენს, რაც დანაშაულის ჩადენის შეწყვეტის ტოლფასია. დენადი დანაშაულის ჩადენის ხანგრძლივობა ზეგავლენას ახდენს მის დისტანციურობაზეც.  დენადი დანაშაული თავისებურებას ავლენს მაშინაც, როცა მას თანამონაწილენი ჩადიან. ეს ის შემთხვევაა, როცა დანაშაული ერთმა დაიწყო, და თანამონაწილე კარგა ხნის შემდეგ ჩაერთო. დენადი დანაშაულის ცადენა მხოლოდ განზრახვის სფეროში შეიძლება.  რაც შეეხება განგრძობად დანაშაულს, ისიც განზრახი დანაშაულია. განგრძობადია ორი ან მეტი ქმედებისაგან შემდგარი დანაშაული, რომლებიც „ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით“ არის მოცული.  განგრძობადი დანაშაულის  ჩადენის დროს შეიძლება მოხდეს, რომ თანამონაწილე დანაშაულში ჩაერთოს არა პირველი ეპიზოდიდან, არამედ მესამე. ასეთ შემთხვევაში ის  წინა 2 ეპიზოდზე პასუხს არ აგებს.  განგრძობადი დანაშაულის დამთავრების მომენტი დამოკიდებულია განზრახვის მოცულობაზე , თუ მას რაიმემ ხელი არ შეუშალა.
                        დანაშაულის სიმრავლე
        არის: არაერთგზისი დანაშაული, დანაშაულთა ერთობლიობა და დანაშაულის რეციდივი.  არაერთგზისი დანაშაული ესაა წინათ ნასამართლევი პირის მიერ იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. არაერთგზისია აგრეთვე სხვადახვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული, თუ ამის შესახებ მითითებულია კერძო ნაწილის მუხლში. არაერთგზისად კვალიფიცირდება დანაშაული, თუ ის თვით მუხლშია მითითებული. თუ ასეთი რამ მუხლში არაა მითითებული, მაშინ ორი ან მეტი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც დანაშაულთა ერთობლიობა. თუ პირს ნასამართლეობა მოხსნილი არა აქვს წინათ ჩადენილი ქმედებისათვის, მის მიერ ხელმეორედ ახალი დანაშაულის ჩადენა ითვლება ქმედების შემადგენლობის მაკვალიფიცირებელ გარემოებად.
   რაც შეეხება დანაშაულთა ერთობლიობას, ის ნიშნავს ორი ან მეტი ისეთი დანაშაულის ჩადენას, რომლებიც კოდექსის სხვადასხვა მიხლებით ან ერთი მუხლის სხვადასხვა ნაწილებით გათვალისწინებულია და არც ერთისათვის დამნაშავე ჯერ მსჯავრდებული არ ყოფილა. დანაშაულთა ერთობლიობის ორი სახეა: რეალური და იდეალური. რეალურია ისეთი ერთობლიობა, როცა ორი ან მეტი მოქმედებით ორი ან მეტი დანაშაულია ჩადენილი. მაგ.: ჯერ ჩაიდინა ქურდობა, შემდეგ მკვლელობა. დანაშაულთა იდეალური ერთობლიობა გვაქვს, ერთი მოქმედებით ორი ან მეტი დანაშაულია ჩადენილი. დანაშაულთა ერთობლიობა ისეტ შემთხვევაა, როცა ჩადენილია რამდენიმე დანაშაული და დამნაშავე არც ერთისათვის ჯერ არ გასამართლებულა.
  რაც შეეხება დანაშაულის რეციდივს , ის დანაშაულის გამეორებას ნიშნავს. ეს ისეთი გამეორებაა, როცა წინა დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული. ეს მხოლოდ განზრახი დანაშაულისათვისაა დამახასიათებელი. რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლეობა 18 წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, ასევე თუ პირს წინა დანაშაულისათვის ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს. რეციდივი შეიძლება გახდეს უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი.
                        ნორმათა კონკურენცია
  აქ იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როცა პირის მიერ ჩადენილი ქმედება ერთდროულად მოცულა კერძო ნაწილის რამდენიმე მუხლით, მაგრამ დანაშაულის კვალიფიკაციისას გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ის მუხლი, რომელიც ამომწურავად შეიცავს შესაბამისი დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანს. დანაშაული სწორად იქნება დაკვალიფიცირებული იმ შემთხვევაში, როცა სწორად იქნება შერჩეული ის კანონი, რომელიც ყველაზე სრულად ასახავს ჩადენილი დანაშაულის სოციალურ–სამართლებრივ არსს. რაც შეეხება ზოგადსა და სპეციალურ კანონებს, ზოგადი კანონი არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობათა განსაზღვრულ წრეს, სპეციალური კანონი კი მის მიერ რეგულირებულ გარემოს უფრო აკონკრეტებს. ზოგადი ნორმა მოიცავს უფრო ფართო წრეს, უფრო მოხერხებულია თუმცა აქვს ნაკლოვანებაც, განზოგადებულ კანონებს ყოველთვის არ შეუძლიათ მოიცვან ყველა ფაქტობრივი გარემოება. კანონმდებელი სპეციალურ კანონებს უმეტესად გამოსცემს ზოგად ნორმასთან მიმართებით. იგი ან ამკაცრებს ქმედებას, ან ამსუბუქებს მას. სწორედ ამიტომ აქვს სპეციალურ კანონებს პრიორიტეტი ზოგად კანონებთან შედარებით. კანონთა კონკურენციის საკითხის გადაწყვეტის დროს მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ კანონთა კონკურენცია კონკრეტულია და იგი ყოველთვის წარმოიშობა კონკრეტულ სამართალშეფარდებით პროცესში, კანონის შეფარდების მიღმა კონკურენცია არ არსებობს. გარეგნულად ნორმათა კონკურენცია ემსგავსება დანაშაულტა იდეალურ ერთობლიობას, რადგან ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს ერთი ქმედების შეფასებას, რომელიც სსკის რამდენიმე მუხლითაა გათვალისწინებული. ამავე დროს მათ შორის სახეზეა განსხვავებაც, დანაშაულთა იდეალური ერთობლიობისას დამნაშავე ერთი ქმედებით რამდენიმე დამოუკიდებელ დანაშაულს ჩადის, რაც რამდენიმე მუხლის კვალიფიცირებას საჭიროებს. კანონთა კონკურენციისას კი კანონების ერთობლივად გამოყენება დაუშვებელია,რადგან აქ მოჩვენებითი ერთობლიობაა.

●  16.თანამონაწილეობის ცნება და ფორმები. თანამონაწილეობის დასჯადობის საფუძველი. თანამონაწილეობის აქცესორული ბუნება. თანამონაწილის სახეები: ორგანიზატორი, წამქეზებელი და დამხმარე. დანაშაულის ამსრულებლისა და დანაშაულში თანამონაწილის ურთიერთგამიჯვნა. ამსრულებლის ექსცესი. თანამონაწილეთა სისხლისსამართლებრივი პასუხიემგებლობის ფარგლება და თავისებურება. დანაშაულთან შემხებლობა და მისი სახეები.
                     თანამონაწილეობის ცნება და ფორმები:
დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზარხი დანაშაულის ჩადენაში. თანამონაწილეობის სუბიექტებია (ფორმებია)  : ორგანიზარორი, წამქეზებელი და დამხმარე. თუ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა ამდენიმე პირი, თავდაპირველად უნდა განისაზღვროს თუ ვინ ჩაიდინა ძირითადი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რათა იგივე უმართლობისათვის დადგინდეს თანამონაწილეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. განასხვავებენ თანამონაწილეობას ფართო და ვიწრო გაგებით.ფართო გაგებით თანამონაწილეობა ნიშნავს დანაშაულში თანამონწილეობას როლების დაუნაწილებლად, ვიწრო გაგებით კი თანამონაწილეობა გულისხმობს როლების დანაწილებას  დანაშაულის მონაწილეთა შორის (მაგ:ორგანიზატორი, წამქეზებელი , დამხმარე).თანამონაწილეობას ახასიათებს აქცესორულობა, რაც ნიშნავს იმას რომ თანამონაწილე დაისჯება იმ დანაშაულში თანამონაწილეობისთვის რაც ჩაიდინა ამსრულებელმა.სსკ-ში გვხვდება დანაშაულის ისეთი შემადგენლობა სადაც თანამონაწილეობის გარეშე შემადგენლობა ვერ განხორციელდება, ასეთია მაგ:ქრთამის აღება.
                        თანამონაწილეობის დასჯადობის დაფუძველი:
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლება აქვს იურისდიქცია განახორციელოს მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ.ამ ფიზიკურ პირებში იგულისხმება არა მარტო დანაშაულის ამსრულებელი პირი,არამედ თანამონაწილეც, რომელიც უხელმძღვანელებს, წააქეზებს ან ხელს შეუწყობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, რომელიც ფაქტობრივად დამთავრდა ან რომლის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი იწყება 18 წლიდან. პირი უნდა მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში თუ, ა) ჩაიდენს დანაშაულს პირადად, სხვა პირთან ერთად ან სხვა პირის მეშვეობით, მიუხედავად იმისა, ეკისრება თუ არა ამ სხვა პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა; ბ) უხელმძღვანელებს, წააქეზებს ან ხელს შეუწყობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, რომელიც ფაქტობრივად დამტავრდა ან რომლის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი. გ) აღნიშნული დანაშაულის ჩადენს გაადვილების მიზნით დახმარებას უწევსმ აქეზებს ან სხვაგვარად ხელს უწობს მის ჩადენას ჩადენის მცდელობას, მათ შორის – მისი ჩადენისათვის საშუალებათა მიწოდებით; დ) განზრახი ქმედებით ხელს უწყობს დანაშაულის ჩადენას ან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებას; ე) გენოციდის დანაშაულის შემთხვევაში პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდებს სხვებს გენოციდის ჩასადენად; ვ) ეცდება აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
თუ პირი უარს იტყვის დანაშაულის ჩადენის მცდელობაზე ან სხვაგვარად ხელს შეუშლის მის ბოლომდე მიყვანას, არ დაისჯება.  დასჯადია როგორც დამთავრებული დანაშაული, აგრეთვე დანაშაულის მცდელობა.
                        თანამონაწილის აქცესორული ბუნება:
თანამონაწილის აქცესორულობა გულისხმობს იმას რომ თანამონაწილის პასუხისმგებლობა დამოკიდებულია ამსრულებლის მიერ ჩადენილ განზრახ მართლსაწინააღმდეგო ძირითად ქმედებაზე, რომელიც  სავალდებულო არაა რომ ბრალეულად იყოს ჩადენილი. თანამონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში შესაძლებელია არა მარტო მოქმედებით, არამედ უმოქმედობითაც. ამასთან ამსრულებლისათვის აუცილებელი არაა თანამონაწილე, მაგრამ თანამონაწილესათვის აუცილებელია ამსრულებელი, ვინაიდან თანამონაწილეობა აქცესორული ბუნებისაა.
                         თანამონაწილის სახეები:
თანამონაწილის სახეებია ორგანიზატორი,წამქეზებელი და დამხმარე.ორგანიზატორი არსი პირი რომელმაც შეიძლება შექმნას გარკვეული ჯგუფი,წინასწარ დაგეგმოს დანაშა-ული და მიუთითოს სხვებს თუ რა უნდა გააკეთონ დანაშაულის ჩასადენად. ორგანიზატ-ორი შეძლება დანაშაულის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდეს.ორგანიზატორი პასუხს აგებს ჯგუფური დანაშაულის მხოლოდ იმ ეპიზოდისათვის რომელიც მისი განზრახვით იყო მოცული.წამქეზებელი თანამონაწილეთა შორის ყველაზე რთული და მრავალმხრივი ფიგურაა.წამქეზებელია არის ის ვინც ამსრულებელს დანაშაულის ჩადენის გადამწყვეტ მოტივს უქმნის. წაქეზება გულისხმობს აქტიურ ზემოქმედებას ფსიქიკაზე, ამიტომ შეუძ-ლებელია უმოქმედობით წაქეზება.ფართო გაგებით წამქეზებლობა შუალობით ამსრულ-ებლობასაც მოიცავს.წამქეზებლობა უნდა განვასხვავოთ თანამონაწილეობის მესამე ფორ-მისგან ანუ დახმარებისგან, რადგან დახმარება წამქეზებელთან შედარებით ნაკლებად მნ-იშვნელოვანია.დამხმარე არის პირი ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.არსებობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ანუ ინტელექტუალური დახმარება.ფიზიკური დახმარე-ბა ძირითადად ორი სახით შეიძლება გამოვლინდეს:1)ასრულებლისათვის საშუალების მიცემა (მაგ:ბინის დათმობა , იარაღის მიცემა) ; 2)დაბრკოლების თავიდან აცილება (დანაშაულის ჩადენის გაადვილება).ფსიქოლოგიური დახმარება კი არის მაგ: დამნაშავისთვის რაიმე რჩევის მიცემა დანაშაულის ჩადენაზე ან დამნაშავის დამალვა.
                 დანაშაულის ამსრულებლისა და  თანამონაწილის ურთიერთგამიჯვნა :
ამსრულებლისა და თანამონაწილის გამიჯვნა ხდება სხვადასხვა თეორიებით: ა)ფორმალურ-ობიექტური თეორიის მიხედვით ამსრულებელია ის, ვინც მთლიანად ან ნაწილობრივ უშუალოდ ასრულებს ქმედების ობიექტურ შემადგენლობას, თანამონაწილე კი უშუალო მონაწილეობას არ ღებულობს ამსრულებლის მიერ განხორციელებულ ქმედებაში , არამედ მხოლოდ ორგანიზებას ან დახმარებას უწევსმას ამ აღუძრავს დანაშაულის ჩადენის სურვილს. ამ თეორიას ჰყავს მიმდევრები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში აშკარად გამოუსადეგარია.
ბ)სუბიექტური თეორიიის მიხედვით ამსრულებელია ის ვინც მოქმედებს ამსრულებლის ნებით და ახორციელებს ქმედებას, ხოლო თანამონაწილეა ის ვინც მოქმედებს თანამონაწილის ნებით და ეხმარება ამსრულებელს ქმედების განხორციელებაში.ამსრულებლის ნების კრიტერიუმებია : შედეგის მიმართ საკუთარი ინტერესის ხარისხი; ქმედებაში მონაწილეობის მოცულობა; ქმედებაზე ბატონობა ან მინიმუმ ქმედებაზე ბატონობის სურვილი.
გ)ქმედებაზე ბატონობის თეორიას გააჩნია გამოვლენის 3 ფორმა:(1)უშუალო ამსრულებლ-ობა(ამ დროს ქმედებაზე ბატონობს ის ვინც უშუალოდ ასრულებს შემადგენლობის ყველა ნიშანს) ; (2)შუალობითი ამსრულებლობა(ქმედებას ჩადის სხვა პირის მეშვეობით და აქვს ნების/ცოდნის ბატონობა); (3)თანაამსრულებლობა (ქმედებას ჩადის სხვა პირთან/პირებთ-ან ერთად).
                    ამსრულებლის ექსცესი :
ამსრულებლის ექსცესი ნიშნავს ამსრულებლის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, რომელსაც არ მოიცავდა სხვა თანაამსრულებლის/თანამონაწილის განზრახვა.ამსრულებლის ექსცესისთვის სხვა თანაამსრულებელს ან თანამონაწილეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
    თანამონაწილეთა სისხლისსამართლებრივი პასუხიემგებლობის ფარგლები და თავისებურება :
ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით.როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა.პერსონალური ნიშანი, რომელიც ბრალისთვის ანდა ერთერთი ამსრულებლის ან თანამონაწილის პიროვნებისათვის არის დამახასიათებელი, შეერაცხება იმ ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომელსაც იგი ახასიათებს.თუ ამსრულებელს დანაშაული არ დაუმთავრებია, თანამონაწილეს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება დანაშაულის მომზადებაში ან დანაშაულის მცდელობაში თანამონაწილეობისათვის. დანაშაულის მომზადებისათვის სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმასაც, ვინც მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო ვერ შეძლო სხვა პირის დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად.
                        დანაშაულთან შემხებლობა და მისი სახეები:
ერთიანი დანაშაულის სახეებია დენადი და განრგძობადი დანაშაული.დენიდია დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და რომელიც შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. განგრძობადია დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას.განგრძობადი დანაშაული დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან.არსებობს ასევე არაერთგზისი დანაშაული; დანაშაულთა ერთობლიობა და დანაშაულის რეციდივი.არაერთგზისია დანაშაული თუ წინათ ნასამართლევმა პირმა ჩაიდინა იგივე დანაშაული.დანაშაულთა სიმრავლე არის სსკ-თი გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენა, რომელთაგან პირი არცერთისთვის არ ყოფია მსჯავდებული.დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ განზრახი დანაშაულის განმეორებით ჩადენას.

No comments:

Post a Comment